საქართველოს მთავრობა – ანონსები

6 ივლისს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეწვევა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-04

6 ივლისს, საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეწვევა. დაგეგმილია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.

მთავრობის ადმინისტრაციაში დაგეგმილი ღონისძიებების გასაშუქებლად, მედიის წარმომადგენლებმა უნდა გაიარონ აკრედიტაცია. გთხოვთ, გადმოაგზავნოთ ჟურნალისტების, ოპერატორების, ტექნიკური პერსონალის მონაცემები და მედიასაშუალებების დასახელება, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, ელექტრონულ მისამართზე - pressoffice@gov.ge. განაცხადები მიიღება 5 ივლისის 18:00 საათამდე.

დეტალურ განრიგს მოგაწვდით მოგვიანებით.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური