2016-08-06
გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება ნიკორწმინდის ტაძრის აგების 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას და სამონასტრო კომპლექსის კურთხევის ცერემონიალს.
პრემიერ-მინისტრი შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო "შაორის" სამშენებლო სამუშაოებსაც დაათვალიერებს, რომლის მშენებლობა სახელმწიფო პროგრამის - „უმასპინძლე საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.