საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

2008 წლის 8 სექტემბრის სხდომა

2008 წლის 8 სექტემბერს 14:00 სთ -ზე გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 48 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ დამსწრეთ შეახსენა, რომ ოქტომბერში საქართველოს მეგობრარი და პარტნიორი ქვეყნების მიერ დაგეგმილია დონორთა დიდი კონფერენციის ჩატარება. ამ კონფერენციის მიზანია იმ დახმარებაის ერთიანად თავმოყრა, რომელიც გაგვიწევენ ევროპა, ამერიკა და სხვა პარტნიორი ქვეყნები. საზოგადოებისთვის ამ პროგრამების ნაწილი უკვე ცნობილია, ხოლო სხვა პროგრამებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური მუშაობა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, ვლადიმერ გურგენიძემ სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელს სთხოვა მთავრობის წევრებისთვის გაეცნო რთველთან დაკავშირებული ვითარება.

სოფლის მეურნეობის მინისტრმის თქმით, ყველა ტექნიკური საკითხი გადაწყვეტილია. რთველთან დაკავშირებული შტაბი უკვე ფუნქციონირებს, ხოლო მოსალოდნელი მოსავალი შეადგენს 130 ათას ტონას. მინისტრის თქმით, ვაუჩერების პროგრამა დაიწყებს მუშაობას ამ კვირის განმავლობაში.

როგორც განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, წლევანდელი რთველი უნდა ჩატარდეს წარმატებულად, ორგანიზებულად და კარგად. "ისე, როგორც ჩვენ დავპირდით ამას კახეთის და რაჭის მოსახლეობას," - აღნიშნა ვლადიმერ გურგენიძემ.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი