საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

2008 წლის 10 აგვისტოს სხდომა

2008 წლის 10 აგვისტოს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა.
სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ აღ­ნი­შ­ნა, რომ ქვეყანაში არსებული საომარი ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობის სხ­დო­მე­ბი ყოველდღიურად გაიმართება. მან თქვა, რომ გასული დღე-ღამის განმავ­ლობაში ჩვე­ნ­მა სამოქალაქო ინფრასტრუქტურამ გარკვეული მსუბუქი დარტყმები მიიღო. ყველას აინ­ტე­რე­ს­ებს, თუ როგორ ხდება მათ მიერ გამოწვეული შედეგების აღმოფხვრა და თხოვა სა­ქა­რ­თ­ვე­ლ­ოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს ეკა შა­რაშიძეს დამსწრეთ ინ­ფო­რ­მი­რე­ბა აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.

ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ეკატერინე შარაშიძემ მთავრობის წევრებს მია­წო­და ინფორმაცია, რომ გარკვეული ზიანი მიადგა ფოთის პორტს. მან თქვა, რომ ამ ეტ­ა­პ­ზე ჩვენ შევძელით ყველაფრის გამართვა და ამჟამად პორტი შეუფერხებლად მუშაობს. ას­ე­ვე შეუფერხებლად მუშაობს ბათუმის პორტი, სადაც გუშინ ოთხი გემი ჩამოიტვირთა. სრუ­ლ­ად არის მობილიზებული საგზაო დეპარტამენტი. მიღებული ზო­მების შედეგად სა­ა­ვ­ტო­მო­ბი­ლო მაგისტრალებზე დაზიანებული ყველა უბანი აღდგე­ნილია. ასევე აღ­მო­ფ­ხ­ვ­რი­ლია დაზიანებები რკინიგზაზე, რომელიც ახლა გამართუ­ლად მუშაობს. ფუნქციონირებენ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორ­ტები. ხორციელდება ფრენები ევროპის ქვეყნების მიმართულებით. თბილისის აეროპორტში სრული სიმშვიდეა. ვესტიბიულში და­ი­დ­გა დამატებითი სკამები, გაიხსნა დამატებითი მაღაზიები და კაფეები. არანაირი შე­ფე­რ­ხე­ბა არსად არ არის და ამ ეტაპზე ყველაფერი გამართულად მუშაობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკური განვითა­რე­ბ­ის მინისტრს გაწეული მუშაობისათვის და აღნიშნა, რომ საჭიროა მაქსიმალურად მობი­ლი­ზე­ბა, რათა დროულად დავეხმაროთ ინფრასტრუქტურის ნებისმიერ საკვანძო ერთეულს, მათ შორის კერძო კომპანიებსაც, და ყურადღება გაამახვილა იმ დახ­მარებაზე, რომელიც სა­მი­ნისტრომ გაუწია თბილავიამშენს დაზიანებული საფრენი ბილიკის აღდგენაში.
შემდეგ მან, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის მივლი­ნებაში ყოფნის გამო, თხოვა საქართველოს ფინანსთა მინისტრს ნიკა გილაურს ინ­ფო­რ­მა­ცი­ის წარმოდგენა ენერგეტიკის სექტორში არსებული სიტუაციის შესახებ. ასევე, მან გა­ნ­მა­რ­ტა, რომ არსად, არანაირი პრობლემა არ უნდა შეექმნას გადა­სახადების გადამხდელებს მო­მსახურების თვალსაზრისით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ ენერგეტიკის სე­ქ­ტორი გამართულად მუშაობს. არავითარი პრობლემა არ გვაქვს ელექტროენერ­გიისა და გა­ზ­მო­მა­რა­გების მხრივ. არის საკმაოდ დიდი რაოდენობის რეზერვი და შემუშავებულია სხ­ვა­და­ს­ხ­ვა სცენარი. გორში ჩვენ თვითონ შევზღუდეთ გაზის მი­წოდება უსაფრთხოების მიზნით. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, განაგრძო მან, მისი ყველა უწყება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, ჯერჯერობით არანაირი პრობლემა არ არის და ხვალ, ისევე როგორც ეს ნებისმიერ ორშაბათს ხდება, ეკო­ნომიკური აქტივობა განახლდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ასეთ არაორდინალურ ვითარე­ბაში ქვეყნისათვის გადასახადების სრულად გადახდისა და სისტემის გამართულად მუშაობის მნ­ი­შვნელობას და აღნიშნა, რომ ეს არის ჩვენი პატრიოტული ვალი.
შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა ჯანმრთელობის დაც­ვის სი­ს­ტე­მ­ის მუშაობით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალე­ქ­სა­ნ­დ­რე კვიტაშვილმა დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე დღის 14 საათის მდ­გო­მარეობით სამინისტროში შემოსულია ინფორმაცია 92 დაღუპულის შესახებ, რო­მე­ლ­თაგან 47 სამოქალაქო პირია. გუშინდელთან შედარებით დაღუპულ სამოქა­ლაქო პირთა რაოდენობის ზრდა, თქვა მან, გამოწვეულია გორში განხორციელე­ბული დაბომბვიდან გა­მო­მ­დინარე. გასაოცარია, როდესაც აცხადებენ, რომ არ ბომ­ბავენ სამოქალაქო ობიექტებს და ფაქტობრივად, დიდი რაოდენობით ხალხი დაზიანდა საცხოვრებელ სახლსა და სა­ს­წ­რა­ფო დახმარების სამედიცინო ობიექტში. მთელი სისტემა დალაგებულად მუშაობს და პრო­ბ­ლე­მე­ბს ჯერჯერობით ვერ ვხე­დავთ. უცხოეთიდან არის დიდი რაოდენობით მოთხოვნები ნებისმიერი დახმარების გაწევის შესახებ. ამის კოორდინირებას ჩვენ ვახდენთ გაეროს შე­სა­ბ­ა­მის ორგანი­ზაციებთან ერთად და ვაცხადებთ, რომ ამ მომენტისათვის მასობრივი და­ხ­მა­რ­ე­ბის გაწევის აუცილებლობა არ არის, თუმცა დაინტერესება დიდია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნის მედიკოსთა ის თა­ვ­და­დე­ბა, რომელსაც ისინი იჩენენ ამ დღეებში, მადლობა გადაუხადა მათ და იმედი გა­მო­ხა­ტა, რომ უახლოესი დღეებიდან დაჭრილთა და გარდაცვლილთა რაოდენობის სერიოზული მატება აღარ იქნება. რაც შეეხება ჰუმანიტარული დახმა­რების საკითხს, თქვა მან, შექმნილი ვითარების გამო გვაქვს მოსახლეობის გარ­კვეული შემოდინება, ვისაც არ დაედგომება სა­კუ­თ­არ სახლში და თხოვა საქარ­თველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს თამარ მა­რ­ტი­ა­შ­ვილს დამსწრეთ ინფორმირება მცხეთაში მიმღებ-გამანაწილებელი ცენტრის შე­ქ­მ­ნის სამუშაოთა მიმ­დინარეობის შესახებ, არის თუ არა ცენტრი აღჭურვილი პირ­ვე­ლა­დი მო­ხმარების საგნებით, ასრულებს თუ არა თავის ფუნქციებს და როგორ ართმევს თავს მათ.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა თქვა, რომ დღის ბო­ლო­სა­თ­ვის ცენტრი მთლიანად იქნება აღჭურვილი. ამჟამად იქ დაახლოებით 130 ადამიანი იმ­ყო­ფე­ბა და ელოდება განაწილებას. ნაკადებს კიდევ ველოდებით, რომელ­თა რაოდენობა არ ვიცით, თუმცა რამდენიც იქნება მივიღებთ და დავაბინავებთ. თუ იქნა მოთხოვნა, გა­ი­შ­ლე­ბა დამატებითი კარვები, რომლებიც შესაბამისად აღიჭურ­ვება. რაც შეეხება ჰუმანიტარულ და­ხ­მა­რე­ბ­ას, განაგრძო მინისტრმა, ხვალ გაეროს ორგანიზაციებიდან ველოდებით სამ თვი­თ­მ­ფ­რი­ნ­ავს. უახლოეს დღეებში მსხვილ ჰუ­მანიტარულ დახმარებას გვპირდებიან ,,წითელი ჯვარი", სხვა ორგანიზაციები. დღეს საღამოდან პროდუქტებით მომარაგების თვა­ლ­სა­ზ­რი­ს­ით ფართომასშტაბიან ღონის­ძიებებს განახორციელებს ,,ჭორლდ ფოოდ"-ი. ყვე­ლა დე­ვ­ნი­ლე­ბ­ის აღრიცხვას დავიწყებთ ხვალიდან, რადგან ახლა ამის გაკეთება ძალიან რთულია მა­თი მუდმივი მიგრაციის გამო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლტოლვილთა და გან­სა­ხ­ლე­ბ­ის მინისტრს მოწოდებული ინფორმაციისათვის და დაინტერესდა იუსტიციის სა­მი­ნი­ს­ტ­როს სისტემაში არსებული მდგომარეობით, კერძოდ, არიან თუ არა სამინის­ტროს უწ­ყე­ბე­ბი მზად მოემსახურონ საქართველოს მოქალაქეებს ყველა რეგიონში, რაიმე საფრთხე ხომ არ შეექმნებათ ადამიანებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სისტე­მის სა­ქ­მი­ა­ნო­ბაში არაფერი შეცვლილა, იგი მუშაობს ჩვეულებრივი რიტმით, მოქა­ლაქეების მო­მ­სა­ხუ­რე­ბა კვლავინდებურად აქტუალურია, რაც სრული მოცულობით განხორციელდება. დღეს რიგ რეგიონებში სამუშაო დღეა და როცა შესაბამისი მო­თხოვნა არსებობს, არანაირი სირთულე არ გვაქვს. რაც შეეხება პრობლემურ რე­გიონებს, განაგრძო მან, ჯერჯერობით ჩვენ იქ ვმუშაობთ და სავარაუდოდ ვაპირებთ ამ მუშაობის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, გარკვეული საფრთხე არის, მაგრამ სა­ხელისუფლებო სისტემაში დასაქმებული ადამიანები აცნობიერებენ რისკების არსე­ბო­ბის შესაძლებლობას, მით უმეტეს საქართველოს პი­რო­ბე­ბ­ში მყოფი ქვეყნისათვის, და ჩვენ ვალდებული ვართ მოვემსახუროთ მათ ამ რისკების მი­უ­ხედავად. რაც შეეხე­ბა პენიტენციალურ სისტემას, აქაც სრული კონტროლია. არანაირი რი­ს­კი იმასთან დაკავშირებით, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით პენიტენციალურ სი­ს­ტე­მა­ში რაიმე მოხდეს და შესაბამისად, მოსახლეობას პრობლემები შეექმნას, არ არსებობს, რა­დ­გან ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას ყველა პენიტენციალურ დაწესე­ბუ­ლე­ბა­ში. სისტემა გამართულად მუშაობს, მისი ყველა უწყება ისევე საქმიანობს, როგორც ყო­ვე­ლ­თ­ვის მუშაობდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილება გამოხატა მოწოდებულ ინ­ფორ­მა­ცი­ასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სის­ტემა ასევე გა­მართულად მუშაობს, ყველგან შენარჩუნებულია საზოგადოებრივი წეს­რიგი და ამ მხრივ ქვ­ე­ყა­ნაში პრობლემები არ არის.
შემდეგ პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა, არის თუ არა შეფერხებები კვების პრო­დუ­ქ­ტე­ბ­ის მოწოდების საქმეში ლოგისტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაზეც სა­ქა­რ­თ­ვე­ლ­ოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა თქვა, რომ სურ­სათით მო­მა­რა­გე­ბ­ის თვ­ა­ლ­საზრისით ერთგვარი პრობლემები შეიქმნა, რაც გამოწ­ვეული იყო ხელოვნური პანიკის შედეგად, მაგრამ ახლა მდგომარეობა გამოსწო­რებულია და სურსათის მიწოდების, წარმოების თუ რეალიზაციის თვალსაზრისით პრობლემები არ არსებობს.
წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინის­ტრმა აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია სწრაფი რეაგირება თუ ადგილობრივი სა­ტ­რა­ნ­ს­პო­რ­ტო პრობლემების გამო ხდება შეფერხებები სურსათის მიწოდების საქმეში. ასევე ძა­ლ­ზე მნ­ი­შვნელოვანია მჭიდრო კონტაქტები ადგილობრივ თვითმმარ­თველობებთან წა­რ­მო­ქ­მ­ნი­ლი პრ­ო­ბ­ლემების სწრაფად გადასაწყვეტად, რასაც სოფ­ლის მეურნეობის სამინისტრო აკ­ე­თებს.
შემდეგ მან თხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ნოდიას დამსწრეთ ინფორმირება სასწავლო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ნოდიამ აღნიშნა, რომ პრობლემები გვაქვს გორში, სადაც დაზიანდა გორის უნივერსიტეტის, ერთ-ერთი ტე­ქ­ნი­კუმისა და ორი სკოლის შენობები. განსაკუთრებით დაზიანებულია მე-7 სკო­ლის შენო­ბა. ხვალ ადგილზე შესწავლილ იქნება თუ რა აღდგენით-სარემონტო სამუ­შაოებია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, რომ სექტემბრისათვის მთელი სასწავლო ინფრასტრუქტურა მზად იყოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა განათლებისა და მეც­ნი­ე­რე­ბ­ის მინისტრს მოწოდებული ინფორმაციისათვის და აღნიშნა, რომ სკოლების აღდგენით-სა­რე­მო­ნ­ტო სამუშაოებისათვის საჭირო თანხებს აუცილებლად გამოყოფს ფინანსთა სა­მი­ნი­ს­ტ­რო.
შემდეგ იგი დაინტერესდა უცხოეთში მყოფ ქართულ დიასპორასთან მუშაობით, რის შესახებ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა იულონ გაგოშიძემ თქვა, რომ მუდმივი კონტაქტია ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც არის ქარ­თული დიასპორა. ისინი აქტიურად არიან ჩართული საქართველოს დაცვის საქმეში. დღეს 10 ქალაქში, პა­რი­ზ­ში, ვენაში, სტამბულში, ვაშინგტონში, ბერლინში, ათენში, ვარშავაში, ბარსელონაში, კრა­კო­ვ­ში გაიმართა მიტინგები რუსეთის საელჩოებთან და საკონსულოებთან. ჩვენ და­უ­ყო­ვ­ნე­ბ­ლივ ვაწვდით მათ სათანადო ინფორმაციას აქ მიმდინარე პროცესებზე. თავის მხრივ, დიასპორების წარმომადგენლები ამ ინფორმა­ციებს განავრცობენ ადგილებზე, რომ რუ­სე­თი ახლა ასევე ეწევა საინფორმაციო ომს და სიყალბეებს ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული დიასპორა არის ჩვენი ქვ­ეყნისა და ერის განუყოფელი ნაწილი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით მათ მაღალ მო­ქა­ლა­ქეობრივ შეგნებაში. ისინი თვალყურს ადევნებენ აქ მიმდინარე პროცესებს, ნე­რ­ვი­უ­ლო­ბ­ენ თავიანთ ახლობლებზე, რომ ასე შორს არიან საქართვე­ლოდან. აქედან გამომდინარე, მათ ნაკლები ინფორმაცია აქვთ, თუ რა ხდება აქ ყოველ კონკრეტულ მომენტში, რაც კიდევ უფრო ანერვიულებთ. მაგრამ, ვინც აქ არის, ხედავს, რომ სამოქალაქო ცხოვრება ჩვ­ე­უ­ლე­ბ­რივ რიტმში გრძელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.



საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტი