საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

2008 წლის 20 თებერვლის სხდომა

2008 წლის 20 თებერვალს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 36 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ აღნიშნა, რომ 19 თებერვალს დაიწყო საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი საქართ-ველოს მთავრობის 50-დღიანი პროგრამის განხორციელების შესახებ. მან თქვა, რომ ამ მხრივ მთავრობას ბევრი რამ ექნება გასაკეთებელი. შედგენილია გეგმა-გრაფიკი, რომლის თანახმად ყოველი კვირის განმავლობაში სამინისტროების მიერ 7-8 ღონისძიების განხო-რციელება არის დასახული. ამასთან დიდი მნიშვნელობა აქვს ანგარიშვალდებულების მაღალ ხარისხს, რადგან ინფორმაცია პროგრამის განხორ­ციელების შესახებ, რომელიც მიეწოდება მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს, განთავსებულ იქნება შესაბამის ვებ-გვერდზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა სამინისტროებს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ მასმედიის წარმომადგენლებთან, საზოგადოებასთან და დასძინა, ხალხი უნდა ხედავდეს, რომ ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად, მიზანმიმართულად, არაქაო­სურად, რომ ჩვენი საქმიანობის სამი ძირითადი ამოცანაა დასაქმების პრობლემა და საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვა, სოფლის აღორძინება, პენსიები და სოციალური დახმარებები, რომელთა გადასაწყვეტად მთავრობა ყოველ ღონეს იხმარს, რათა 50-დღიანი პროგრამის ყველა კომპონენტი უცილობლად შესრულდეს მითითებული ვა­დების მაქსიმალურად დაცვით.



საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტი