საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის სხდომები

2007 წლის 3 ოქტომბრის მთავრობის სხდომა

2007 წლის 3 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 21 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დამსწრეთ აცნობა, რომ დღეისათვის კახეთში მოკრეფილია და ღვინის ქარხნებისათვის გადასამუშავებლად ჩაბარებულია 22 ათასი ტონა ყურძენი, ძირითადად საფერავის ჯიშის. მან თქვა, რომ ორი-სამი დღეა დაიწყო რქაწითელის კრეფა თელავისა და გურჯაანის რაიონებში, რაც რთვლის ძირითად ფაზაში შესვლას ნიშნავს. ამდენად, ახლა განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენაა საჭირო. ამჟამად გურჯაანში იმ­ყოფება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი, "რთველი-2007"-ის შტაბის უფროსი, რომელიც კოორდინაციას უწევს მოსავლის აღებისა და დაბინავების ყველა სამუშაოს. დღეს გურჯაანში გაიმართება საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის სხდომა, სადაც განხილულ იქნება წლევანდელი რთვლის მიმდინარეობა, აგრეთვე დამატები­თი ღონისძიებები, რათა მოსავლის აღება უპრობლემოდ და უდანაკარგოდ განხორციელდეს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი