საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №234

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის N273 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად `ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივი სა-ხელ¬მწიფო პროგრამის _ ,,ღირსეული დასაწყისი~ დამტკი¬ცე-ბის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის #273 დადგენილებით (სსმ, 2007 წელი, #180, III ნაწილი, მუხლი 1980) დამტკიცებულ `ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამა _ `ღირსეულ დასაწყისში~ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის `ვ~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`ვ) მოსარგებლე - ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ბავშვის დაბადების დღისთვის ან ბავშვის დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში (მაგრამ არა უგვიანეს 2008 წლის 5 დეკემბრისა) მინიჭებული აქვს 100 000-ის ტოლი ან ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახ-ველი სარეიტინგო ქულა.~.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`1. ბარათი არის მატერიალური ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელსაც სააგენტო გასცემს ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. ბარათის მისაღებად მოსარგებლის წარმომადგენელმა ბავშვის დაბადებიდან არა უგვიანეს 1 (ერთი) წლის გან¬მავ¬ლობაში, მაგრამ არა უგვიანეს 2008 წლის 5 დეკემბრისა, სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულ-ში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:
ა) ახალშობილის მშობლების ან მშობლის (თუ მეორე მშობელი არ ჰყავს) პირადობის დამადასტურებელი დოკუ-მენტი;
ბ) ბავშვის დაბადების მოწმობა.~.
3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`მუხლი 6. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
1. პროგრამის მოქმედების ვადად განისაზღვროს 2008 წლის 31 დეკემბერი.
2. სააგენტომ პროგრამით მოსარგებლეებისათვის ბარა-თების გაცემა შეწყვიტოს 2008 წლის 8 დეკემბრიდან.
3. პროგრამის განმახორციელებელმა საბანკო დაწესებუ-ლებებმა ბარათების მიღება და განაღდება (ანაზღაურება) შეწყვიტონ 2008 წლის 15 დეკემბერს.
4. პროგრამის განმახორციელებელმა საბანკო დაწესებუ-ლე¬ბებმა უზრუნველყონ მათ მიერ განაღდებული ბარათების რეესტრის სააგენტოსათვის წარდგენა არა უგვიანეს 2008 წლის 19 დეკემბრისა.~.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი