საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №235

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. `ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე `სასარგებლო წიაღისეულის მოპო-ვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს #136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ, 2005 წელი, #94, მუხლი 1068) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი¬ლებები:
ა) 21 მუხლის პირველი პუნქტის `ჟ~ ქვეპუნქტი ჩამოყა-ლიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჟ) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია, სადაც 1 ჰა-
ზე არსებული მერქნული რესურსის მარაგი აღემატება 50 მ3-ს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უნდა განხორციელდეს მიწისქვეშა გამონამუშევ-რებით.~;
ბ) მე-3 მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`19. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბო-ლოო/შემოთავაზებული ფასი არ აღემატება 500 000 ლარს, ლიცენზია გაიცემა პრეტენდენტის მიერ აღნიშნული თანხისა და ამ მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგე-ნიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.
20. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბო-ლოო/შემოთავაზებული ფასი აღემატება 500 000 ლარს, ლი-ცენზია გაიცემა ამ მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფა¬სურის გადახდის დამადასტურებელი ქვით-რის წარმოდგენიდან 7 სამუ¬შაო დღის ვადაში.~.
2. დადგენილება, გარდა პირველი პუნქტის `ბ~ ქვეპუნქტისა, ამოქ¬მედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. დადგენილების პირველი პუნქტის `ბ~ ქვეპუნქტი ამოქ-მედდეს 2008 წლის 5 დეკემბრიდან.


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი