საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №239

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და სოხუმის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის N160 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,საჯარო სამართლის იურიდიული პი-რის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელ¬მწი-ფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და სოხუმის უნი¬ვერ-სიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძ¬ნების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის #160 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავა-ხი¬შვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ~.
2. პირველი_მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:
,,1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პი-რის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელ¬მწი-ფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, გამოეყოს სოხუმის ფილი-ალი და მის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იური-დიული პირი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოხუმის სახელ¬მწიფო უნივერსიტეტი არის საჯარო სამართლის იური-დიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლე სოხუმის ფი-ლი¬¬ალის ნაწილში.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის სახელ¬¬მწიფო უნივერსიტეტის მიზნად განისაზღვროს ,,უმაღ¬ლე-სი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონით გათვა¬ლის-წინებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა, ხო¬ლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახედ - უნი-ვერსიტეტი.~.
3. მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევამდე დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულე¬ბელი.
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინი-სტრომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანო-ნის შესაბამისად უზრუნველყოს საჯარო სამართლის იური-დიული პირის - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წეს-დების დამტკიცება.~.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


P პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი