საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №240

ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის N51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კა¬ნონის 36-ე მუხლის შესაბამისად `ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცი¬რებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყო-ფის ღო¬ნის¬ძიებათა შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარ¬ტის #51 დადგენილებით (სსმ, 2005 წელი, #33, მუხლი 330) დამტკიცებულ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში~ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-15 მუხ¬ლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,4. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სარეიტინგო ქუ¬ლასთან შესაბამისობის დასადგენად სააგენტო პერიოდულად, მაგრამ ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც, უზრუნველყოფს მონა-ცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახების გადამოწ¬მე¬ბას, რომ¬ლებიც მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე იღებენ სხვადასხვა სახის სოციალურ დახმარე¬ბას.~.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი