საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №241

სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს N126 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კა¬ნონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომა-რეობის შე¬ფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ~ სა-ქარ¬თველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს #126 დად-გენილებით (სსმ, 2005 წელი, #33, მუხლი 330) დამტკიცებულ მეთოდოლოგიაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
მუხლი 3. სამომხმარებლო ინდექსის გამოთვლა
შინამეურნეობის ინდექსი გამოითვლება შემდეგი ფორმუ-ლით:
- ჩ01

სადაც
L - არის კოეფიციენტი*;
ჩ1 - სასოფლო-სამეურნეო ქონების (მიწის) ინდექსი;
ჩ2 - სასოფლო-სამეურნეო ქონების (პირუტყვის) ინდექსი;
ჩ3 - არასასოფლო-სამეურნეო ქონების ინდექსი;
ჩ4 - შემოსავლების ინდექსი;
ჩ5 - ხარჯების ინდექსი;
ჩ6 - დემოგრაფიული ინდექსი;
ჩ7 - განათლებისა და ჩვევების ინდექსი;
ჩ8 - ბინის (საცხოვრებელი პირობების) ინდექსი;
ჩ9 - ტერიტორიული ინდექსი;
ჩ10 - ინტერვიუერის ინდექსი;
ჩ0 - უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარებისა და დევნილის ყოველთვიური შემწეობის ინდექსი;
ჩ01 - საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული მიზ¬ნობრივი სოციალური დახმარების _ საარსებო შემწეობის ყო¬ველთვიური თანხის ოდენობის ინდექსი.~.
მუხლი 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა _ სოციალური სუბსიდიების სააგენტომ ამ დადგენილების პირ-ველი მუხლით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწი-ნე¬ბით უზრუნველყოს ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონა-ცემთა ერთიან ბაზაში~ რეგისტრირებული ყველა იმ ოჯახის (შინამეურნეო¬ბის) სოციალურ-ეკონომიკური მდგომა¬რეობის გა¬ნ-მე¬ორებითი შე¬ფასება (გადათვლა), რომელთა ,,ოჯახის დეკლარა¬ციის~ შევსება განხორციელდა 2008 წლის 28 ივლისიდან. ამ მუხლით გათვალისწინებულ ოჯახებზე მიზნობრივი ფულადი სო¬ცია¬ლური დახმარების (საარსებო შემწეობის) გაცემა განხორ¬ციელდეს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბა¬მისად საარსებო შემწეობის გაცემის შეწყვეტის (შეჩერების თვიდან და ანაზღაურდეს მიუღებელი პერიო¬დიც.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 17 დე-კემ¬ბრიდან.


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი