საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №243

საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის N124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. `ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კა-ნო¬ნის 36-ე მუხლის შესაბამისად `საავტომობილო ბენზინის ხა-რის¬ხობ¬რივი ნორმების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დე¬კემბრის #124 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, ნაწილი III, #156, მუხ¬ლი 1436) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩა¬მოყა¬ლიბ¬დეს შემდეგი რედაქციით:
`2. დადგინდეს საავტომობილო ბენზინის ეკოლოგიური მახა-სიათებლები:
ა) 2009 წლის 1 იანვრამდე:
ტყვიის შემცველობა - არა უმეტეს 0.013 გ/ლ;
ბენზოლის მოცულობითი წილი _ არა უმეტეს 5 პროცენტი;
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი _ არა უმეტეს 45 პროცენტი;
გოგირდის შემცველობა - არა უმეტეს 500 მგ/კგ;
ბ) 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე:
ტყვიის შემცველობა - არა უმეტეს 0.013 გ/ლ;
ბენზოლის მოცულობითი წილი _ არა უმეტეს 5 პროცენტი;
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი _ არა უმეტეს 45 პროცენტი;
გოგირდის შემცველობა - არა უმეტეს 500 მგ/კგ;
გ) 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე:
ტყვიის შემცველობა - არა უმეტეს 0.005 გ/ლ;
ბენზოლის მოცულობითი წილი _ არა უმეტეს 3 პროცენტი;
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი _ არა უმეტეს 42 პროცენტი;
გოგირდის შემცველობა - არა უმეტეს 200 მგ/კგ;
დ) 2011 წლის 1 იანვრიდან:
ტყვიის შემცველობა - არა უმეტეს 0.005 გ/ლ;
ბენზოლის მოცულობითი წილი _ არა უმეტეს 3 პროცენტი;
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი _ არა უმეტეს 42 პროცენტი;
გოგირდის შემცველობა - არა უმეტეს 150 მგ/კგ.~.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი