საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №244

დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის
N238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. `ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კა-ნონის 36-ე მუხლის შესაბამისად `დიზელის საწვავის შე¬მად-გენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონის¬ძიებათა შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემ¬ბრის #238 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, ნაწილი III, #153, მუხ¬ლი 1697) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნ-ქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`1. დადგინდეს დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკო-ლოგიური მახასიათებლები:
ა) 2005 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე:
ცეტანის რიცხვი - არა ნაკლებ 45;
გოგირდის შემცველობა - არა უმეტეს 350 მგ/კგ;
სიმკვრივე 15°ჩ - არა უმეტეს 845 კგ/მ3;
პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი - არა უმეტეს 11 პროცენტი;
ბ) 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე:
ცეტანის რიცხვი _ არა ნაკლებ 45;
გოგირდის შემცველობა _ არა უმეტეს 350 მგ/კგ;
სიმკვრივე 15°ჩ _ არა უმეტეს 845 კგ/მ3;
პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი _ არა უმეტეს 11 პროცენტი;
გ) 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე:
ცეტანის რიცხვი _ არა ნაკლებ 48;
გოგირდის შემცველობა - არა უმეტეს 300 მგ/კგ;
სიმკვრივე 15°ჩ - არა უმეტეს 845 კგ/მ3;
პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი - არა უმეტეს 11 პროცენტი;
დ) 2011 წლის 1 იანვრიდან:
ცეტანის რიცხვი _ არა ნაკლებ 48;
გოგირდის შემცველობა - არა უმეტეს 200 მგ/კგ;
სიმკვრივე 15°ჩ - არა უმეტეს 845 კგ/მ3;
პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი - არა უმეტეს 11 პროცენტი.~.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.°


პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი