საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №245

საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. `ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად `საქართველოს მთავრობის რეგ-ლამენტის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის N#57 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, #70, მუხლი 624) დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგ¬ლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამა-ტება:
ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე-დაქ¬ციით:
`2. პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მისი არყოფნისას, აგ-რეთვე პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს ასრულებს პირველი ვიცე-პრემიერი, ხოლო აგრეთვე მისი არყოფნისას - ვიცე-პრემიერი.~;
ბ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 13.
1. მთავრობის სხდომების ორგანიზებისათვის აუცილებელ წინამოსამზადებელ ღონისძიებებს ახორციელებს მთავრობის კანცელარია.
2. მთავრობის სხდომაზე განსახილველი, დადგენილი წე-სით შეთანხმებული საკითხები თანდართულ პროექტებთან და მასალებთან ერთად მთავრობის კანცელარიას უნდა ჩაბარდეს მთავრობის სხდომამდე არა უგვიანეს 5 დღისა. მთავრობის წევრები, შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებათა ხელმ-ძღვანელები ვალდებული არიან კონტროლი გაუწიონ მთავ-რობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი მასალების სიზუსტესა და კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და ვადების დაცვას.
3. მთავრობის სხდომაზე განსახილველად დადგენილი წესით წარმოდგენილი პროექტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით მთავრობის კანცელარიაში იმარ-თება მთავრობის სხდომის წინამოსამზადებელი თათბირი, რო-გორც წესი ხუთშაბათობით და ორშაბათობით, 18:00 საათზე.
4. წინამოსამზადებელ თათბირს ესწრებიან მთავრობის კანცელარიის უფროსი, მინისტრებისა და სახელმწიფო მინი-სტრების მოადგილეები, ასევე წინასწარ განსაზღვრული სხვა თანამდებობის პირები. გამონაკლის შემთხვევებში თათბირს მინისტრის (სახელმწიფო მინისტრის) მოადგილის ნაცვლად შეიძლება დაესწროს შესაბამისი უწყების უფ¬ლე¬ბამოსილი თანამდებობის პირი მთავრობის კანცელა¬რიასთან წინასწარი შეთანხმებით. წინამოსამზადებელ თათ¬ბირს უძღვება მთავ-რობის კანცელარიის უფროსი ან მისი არყოფნისას - მთავ-რობის კანცელარიის უფროსის პირველი მო¬ადგილე.
5. წინამოსამზადებელ თათბირზე საკითხის (სამართ-ლებრივი აქტის პროექტის) წარმომდგენს საპრეზენტაციოდ ეძლევა 5 წუთი. წინამოსამზადებელ თათბირზე ფორმდება ოქ-მი, რომლის მომზადებასაც უზრუნველყოფს მთავრობის კან-ცელარიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
6. წინამოსამზადებელი თათბირის მონაწილე ე.წ. შეთან-ხმების ფურცელზე ხელმოწერით ადასტურებს თავისი უწყების პოზიციას კონკრეტულ განსახილველ საკითხთან და¬კავ¬ში-რებით (ეთანხმება, ეთანხმება შენიშვნით, არ ეთან¬ხმება).
7. წინამოსამზადებელ თათბირზე შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილის (უფლებამოსილი პირის) არყოფნისას საკითხი ავტო¬მატურად ითვლება შეთან¬ხმებულად შესაბამის უწყებასთან.
8. მთავრობის სხდომაზე განსახილველი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი დადგენილი წესით შეთან¬ხმებულ უნდა იქნეს იუსტიციის სამინისტროსთან და მთავ¬რობის კანცელარიის იურიდიულ დეპარტამენტთან, საფინანსო-საბიუჯეტო ხასიათის საკითხი - ასევე ფინანსთა სამინის-ტროსთან, ხოლო სახელ¬მწიფო ქონების განკარგვასთან და-კავშირებული საკითხი - ასევე ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან. ამასთან, წარმოდგენილი საკითხი მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეიტანება მხოლოდ წინამოსამზადებელ თათბირზე დამსწრეთა უმრავლესობასთან შეთანხმების შემდეგ.
9. მთავრობის სხდომაზე განსახილველად დადგენილი წესის დაუცველად წარმოდგენილი მასალები სათანადო წერი¬ლით უბრუნდებათ მათ ავტორებს არსებული ხარვეზების გამო¬სასწორებლად.
10. წინამოსამზადებელი თათბირის ჩატარების ორგანი-ზაციული და სხვა პროცედურული საკითხები წესრიგდება მთავ¬რობის კანცელარიის უფროსის ბრძანებით.~;
გ) რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:
`მუხლი 131.
1. წინამოსამზადებელი თათბირის რეკომენდაციის შესაბა-მისად მომზადებული მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პრო¬ექტი თანდართულ მასალებთან ერთად წარედგინება პრე-მიერ-მინისტრს, რომელიც ამტკიცებს მას, გარდა კანონ¬მ¬დებ-ლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც მთა¬ვ¬¬-რობის სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი.
2. მთავრობის სხდომის დამტკიცებულ დღის წესრიგში დამატებითი საკითხები აუცილებლობის შემთხვევაში, შესა-ბამისი დასაბუთების არსებობისას, გამონაკლისის წესით შეი-ძლება შეტანილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის, პრე¬მიერ-მინისტრის ან მთავრობის გადაწყვეტილებით (თანხმობით).
3. მთავრობის სხდომის დღის წესრიგი თანდართულ მასალებთან ერთად მთავრობის სხდომამდე ერთი დღით ადრე გადაეცემათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს პარლამენტს, მთავრობის წევრებს, მთავრობის კანცელარიის უფროსს, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირებს _ წინასწარ განსაზღვრული სიის მიხედვით.
4. მთავრობის წევრის დასაბუთებული მოთხოვნა დღის წესრიგიდან საკითხის ამოღების შესახებ პრემიერ-მინისტრს უნდა წარედგინოს მთავრობის სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი დღისა, ან განსაკუთრებულ შემთხვევაში _ მთავრობის სხდომაზე.~;
დ) 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე-დაქციით:
`2. წარმოდგენილი პროექტის განსახილველად მომზადე-ბისათვის მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტი და შესაბამისი ქვედანაყოფი ახორციელებს პრო¬ექტის საბო-ლოო ექსპერტიზას, როგორც წესი, 5 დღეში.~.
2. რეგლამენტის მე-13 და 131 მუხლებით განსაზღვრული წესი აგრეთვე ვრცელდება საქართველოს მთავრობის რეგლა-მენ¬ტის VIII და X თავებით მოწესრიგებულ ურთიერთობებზე.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი