საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №248

საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა
შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ~
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის #108 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. `ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანო¬ნის 36-ე მუხლის შესაბამისად `საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომი-სიის შექმნის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის #108 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, III ნაწილი, #132, მუხლი 1160) შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირ¬ველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`1. შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობ¬ლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია შემდეგი შემად¬გენ¬ლო¬ბით:

ნიკა გილაური
- საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ზურაბ ადეიშვილი
- საქართველოს იუსტიციის მინის¬ტრი
თინა ბურჯალიანი - საქართველოს იუსტიციის მინის-ტრის პირველი მოადგილე
ლაშა ჟვანია
- საქართველოს ეკონომიკური გან¬¬ვი-თა¬¬რების მინისტრი, კომისიის თავმ-ჯ¬¬დომარის მოადგილე
კობა სუბელიანი საქართველოს ლტოლვილთა და გან¬¬სახლების მინის¬ტრი
დავით ტყეშელაშვილი - საქართველოს სახელმწიფო მინი¬ს-ტრი რეგიონული მართვის საკით-ხებში.
2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-სა-ბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ზ. მელიქიშვილს, სა¬ქარ-თველოს პარ¬ლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკო¬ნო¬მი-კური პოლიტიკის კო¬მიტეტის თავმჯდომარეს გ. მელაძეს, სა¬ქარ-თველოს კონტროლის პა¬ლატის თავმჯდომარეს ლ. ბე¬ჟა¬შვი¬ლს, ქალაქ თბილისის მერს გ. უგუ¬ლავას და საქართველოს ეროვ¬ნუ-ლი ბანკის პრეზიდენტის მოვა¬ლეობის შემსრულებელს დ. ამა-ღ¬¬ლობელს მონაწილეობა მიიღონ სა¬ხელ¬მწიფო საშინაო ვა¬ლის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის მუშა¬ო¬ბაში წევრის სტატუსით.
3. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2010 წლის 1 იანვრამდე.~.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

Pპირველი ვიცე-პრემიერი ნიკა გილაური