საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №249

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის #218 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


1. `ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანო-ნის 36-ე მუხლის შესაბამისად `სახელმწიფო საკუთრე¬ბაში არ¬სე¬ბული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექ-სით გათვა¬ლისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობა¬ზე~ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის #218 დადგენილებით (სსმ, 2005 წელი, #141, მუხლი 1556) დამ¬ტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილე¬ბები:
ა) 71 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) დებულებას დაემატოს 72 მუხლი შემდეგი რედაქციით:
`მუხლი 72. სახელმწიფო დაწესებულებებისა და საჯარო სამარ¬თლის იურიდიული პირების მიერ ავტოსატრანსპორტო სა¬შუა¬ლე¬ბების ჩანაცვლება, ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული ტექ¬ნიკური პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო სა¬¬შუ¬ა¬ლე¬ბე¬ბით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.~.
2. დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 20 დეკემბრიდან.

 

პირველი ვიცე-პრემიერი ნიკა გილაური