საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №250

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის #249 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. `ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანო¬ნის 36-ე მუხლის შესაბამისად `საქართველოს შრომის, ჯანმრთე¬ლო¬ბისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკი¬ცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის #249 დადგენილებასა (სსმ, 2005 წელი, #154, მუხლი 1714) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდე¬გი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილებიდან ამოღებულ იქნეს 21 პუნქტი;
ბ) დებულების მე-2 მუხლს დაემატოს `გ.გ~ ქვეპუნქტი შემ¬დეგი რედაქციით:
`გ.გ) ბავშვებზე ზრუნვა.~;
გ) დებულების მე-3 მუხლის `ო~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ-დეგი რედაქციით:
`ო) ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შემუშავება და დამ-ტკიცება;~;

დ) დებულების მე-3 მუხლს დაემატოს `ო1~ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
`ო1. ბავშვზე ზრუნვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შე-მუ¬შავება და განხორციელების ზედამხედველობა;~;
ე) დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის `ა~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`ა) სოციალური მომსახურების სააგენტო;~;
ვ) დებულების მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის `დ~ და `ე~ ქვეპუნქტები:
`დ) შვილად აყვანის, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკ¬ლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;
ე) ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში განთავსების კოორდინაცია და კონტროლი.~.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმე¬დე¬ბის¬თანავე.

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი