საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №261

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. `ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კა¬ნონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ~ საქარ-თვე¬ლოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს #N140 დად¬გე-ნილებაში (სსმ, 2005 წელი, N#95, III ნაწილი, მუხლი 1084) შე¬¬ტა¬¬ნილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინა¬არ¬სის 181 პუნქტი:
`181. კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი) - ხაზობრივი ნა-გებობის სახეობა, რომელიც უზრუნველყოფს საკომუ¬ნიკა¬ციო კავშირს მიმწოდებელსა ან/და მომხმარებლებს შორის;~.
2. მე-13 მუხლის მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:
`მუხლი 131. კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი)
1. კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი) არის ელექტრონული საკო¬მუნიკაციო ქსელების საკაბელო, რადიოსარელეო, თანამ-გზავრული ხაზების ფიზიკური წრედების, სახაზო ტრაქტების ან/და მათი ტექნოლოგიური სისტემის შემადგენელი დანადგა-რების, მოწყობილობებისა და ნაგებობების ერთიანი კომ¬პლექ-სი.
2. კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი) მოიცავს: საერთა-შორისო და საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო მაგისტრა¬ლურ ხაზებსა და ადგილობრივი ელექტრონული საკომუნი¬კაციო ქსელების მაგისტრალურ და გამანაწილებელ ხაზებს.
3. კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) გაყვანა (მონ-ტაჟი) ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს არსებულ საინჟინრო-საკომუნიკაციო არხებ-ში-ღარებში, შახტებში ან/და გვირაბებში.
4. თუ კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) გასაყ¬ვან¬/-სამონტაჟო ტერიტორიაზე არ არსებობს მოქმედი მიწისქვეშა საინჟინრო-კომუნალური ქსელების ინფრასტრუქტურა ან/და შე¬უძლებელია ამ ინფრასტრუქტურის გამოყენებით კავშირგაბ-მულობის ხაზის გაყვანა, მაშინ კავშირგაბ¬მულობის ხაზების (ქსე¬ლების) გაყვანა (მონტაჟი) შესაძლებელია მიწის ზედაპირი¬დან არანაკლებ 5 მეტრის სიმაღლეზე.
5. თუ კავშირგაბმულობის ხაზის/ქსელის გაყვანა (მონტა¬ჟი) დამატებით საჭიროებს სხვა კლასის შენობა-ნაგებობის მშე-ნებლობას/მონტაჟს, მაშინ გაიცემა ცალკე მშენებლობის ნე-ბარ¬თვა ასეთი შენობა-ნაგებობის კლასისთვის დადგენილი წესით.~.
4. მე-16 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის `ვ~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე-დაქ¬ციით:
`ვ) ხაზობრივი ნაგებობები - III კატეგორიის წყალსადენი და წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, კავშირგაბმუ-ლობის ხაზი/ქსელი;~;
ბ) მე-3 პუნქტის `ზ~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე-და¬ქციით:
`ზ) ხაზობრივი ნაგებობები - III კატეგორიის (დაბალი წნე¬¬ვის) გაზსადენი, II კატეგორიის (ქალაქის ქუჩის ქსელი) წყალსადენი, II კატეგორიის წყალარინების მილი, IV და V კა¬ტე¬გორიის ელექტროგადამცემი ხაზი, III კატეგორიის სამე-ლიო¬რაციო და საირიგაციო ნაგებობა, III კატეგორიის საავ-ტომობილო გზა, II კატეგორიის ქუჩა;~;
გ) მე-4 პუნქტის `ზ~ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე-დაქციით:
`ზ) ხაზობრივი ნაგებობები - II კატეგორიის ნავთობ¬სა-დენი და გაზსადენი, I კატეგორიის (გარე ქსელი) წყალსადენი, I კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ელექტრო¬გადამცემი ხაზი, II კატეგორიის სამელიორაციო და საირი¬გა¬ციო ნაგებობა, II კატეგორიის რკინიგზა, II კატეგორიის საავ¬ტომობილო გზა, I კატეგორიის ქუჩა;~.
5. 25-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინა-არსის `ზ1~ ქვეპუნქტი:
,,ზ1. კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) გაყვანი¬სათ-ვის (მონ¬ტაჟისათვის) ტრასის შერჩევის ტექნიკური პირობების გან¬საზღვრას, პრინციპებისა და პრიორიტეტების დადგენას.~.
6. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინა¬არ¬სის 31 პუნქტი:
`31. კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) არსებულ სა-ინ¬ჟინრო-საკომუნიკაციო არხებში-ღარებში, შახტებში, გვირა-ბებში, აგრეთვე არსებულ ბოძებსა და ანძებზე, ასევე სხვა შენობა-ნაგებობებზე გაყვანის (მონტაჟის) შემთხვევაში, თუ კავშირგაბმულობის ხაზის გაყვანა (მონტაჟი) არ საჭიროებს დამატებითი სამშენებლო სამუშაოების შესრულებას (მაგ.: თხრილების გაყვანა, არხების/ღარების მშენებლობა, საყრდენი ბოძებისა და ანძების მონტაჟი და სხვ.), არქიტექტურულ-კონს-ტრუქციული დოკუმენტის პროექტი მოიცავს:
ა) სამონტაჟო ტერიტორიის, მიწის ნაკვეთის ან/და არსე-ბული საინჟინრო საკომუნიკაციო ნაგებობ(ებ)ის მესაკუთრე-ებთან შეთანხმების დამადასტურებელ დოკუმენტს;
ბ) კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) გაყვანის (მონ-ტაჟის) ტრასის პროექტს;
გ) ტოპოგრაფიულ რუკას არსებული კომუნიკაციების ჩვე-ნე¬ბით.~.
7. მე-60 მუხლის `ბ~ ქვეპუნქტი ჩამოყა¬ლიბ¬დეს შემდეგი რე¬და¬ქციით:
`ბ) 2A - მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებისა და არქიტექტურულ-კონსტრუქციული დოკუმენტის პროექტის საფუძველზე, გარდა კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) მონტაჟის, გაყვანის მშე-ნებ¬¬ლობის ნებართვისა, რომელიც ამ მუხლის `გ~ ქვეპუნქტის შესაბამისად გაიცემა. შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარება ხდება სანებართვო პირობების მიხედვით.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი