საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №268

,,ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ~საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №182 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანო¬ნის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაცი-ული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ,,ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდე¬ნობის განსაზღვრის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №182 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, №120, III ნაწილი, მუხლი 1336) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი¬ლებები და დამატებები:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი განისაზღვროს 325 ლარის ოდენობით.~.
2. მე-2 პუნქტის ,,ბ~ და ,,გ~ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სოფელი/დაბა - 1,385;
გ) მაღალმთიანი დასახლებული პუნქტი - 1,738.~.
3. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
,,21. ქალაქის სკოლებისათვის პირველ 400 მოსწავლეზე, ხოლო სოფლის/დაბის სკოლებისათვის _ პირველ 200 მოსწავ-ლეზე დამ¬ტკიცდეს ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის განსაზღვრის შემდეგი კოეფიციენტები:
ა) ქალაქი _ 1,062;
ბ) სოფელი/დაბა _ 1,462.~.
4. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესა¬¬ბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობა განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და შესა-ბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:
ა) ქალაქის სკოლაში - 325 ლარი;
ბ) სოფლის/დაბის სკოლაში - 450 ლარი;
გ) მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სკოლაში - 565 ლარი.~.
5. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
,,31. ქალაქის სკოლებისათვის პირველ 400 მოსწავლეზე, ხო-ლო სოფლის/დაბის სკოლებისათვის პირველ 200 მოსწავლეზე გათ¬ვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუ¬ჩერის ოდენობა განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინან¬სური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავ-ლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:
ა) ქალაქის სკოლაში _ 345 ლარი;
ბ) სოფლის სკოლაში _ 475 ლარი.~.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პირველი ვიცე-პრემიერი ნიკა გილაური