საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №303

საქართველოს მთავრობის დადგენილება №303
28 დეკემბერი, 2007

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის N64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კა­ნო­­ნის 36-ე მუხლის შესაბამი-სად ,,საჯარო სამართლის იური­დი­ული პირის - საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონ­დის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრო­ბის 2006 წლის 16 მარტის N64 დადგენილებით (სსმ, 2006 წელი, N35, III ნაწილი, მუხლი 430) დამტკიცებულ წესდე­ბაში შე­ტა­ნილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის მე-3 პუნქ­ტის ,,გ" ქვე­პუნქტი ჩამოყალიბ-დეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ­ტით ამტკიცებს სახელმ-წიფო სტიპენდიების, ჰონორარების, პრემიების მინიჭების წესს და აცხადებს კონკურსებს.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე