საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №295

საქართველოს მთავრობის დადგენილება №295
21 დეკემბერი, 2007

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის საფუძველზე ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექ­მნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვ­რის N4 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, N6, III ნაწილი, მუხლი 71) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩა­მო­ყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არ­სე­ბული დავების განხილ-ვის საბჭო შემდეგი შემადგენ­ლო­ბით:


ნიკა გილაური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

კახა ბაინდურაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს თავ­მჯდომარის მოადგილე

დიმიტრი ბარამია - საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

კახა დამენია - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

ვაჟა პეტრიაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

პაპუნა პეტრიაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

რევაზ ტყავაძე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სახელმწიფო ვალის დეპარტამენტის არბიტრაჟებსა და
უცხოეთის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსი.".



2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე