საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №293

საქართველოს მთავრობის დადგენილება №293
21 დეკემბერი, 2007

,,საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის N122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს სავაჭრო პოლი­ტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ" საქართვე­ლოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის N122 დადგენი­ლებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამო­ყალიბდეს ახალი რედაქცით:

,,1. შეიქმნას საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემმუშა­ვებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ვლადიმერ გურგენიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური განვი­თარების მინისტრი

გიორგი ბარამიძე - საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი ევროპულ და ევროატლანტი­კურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

ნიკა გილაური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გრიგოლ გობეჯიშვილი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - შემოსავლების სამსახურის უფროსი

თამარ კოვზირიძე - საქართველოს ეკონომიკური განვი­თარების მინისტრის მოადგილე

გიორგი მელიქიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

ეკატერინე შარაშიძე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

კახაბერ ჩიქოვანი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

პეტრე ცისკარიშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.".



2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე