საქართველოს მთავრობის დადგენილება №292
21 დეკემბერი, 2007
,,საქართველოში ფრინველის გრიპთან დაკავშირებული მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვარის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამი-სად ,,საქართველოში ფრინველის გრიპთან დაკავშირებული მაკოორდინირებელი სამთა-ვრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვარის N14 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას საქართველოში ფრინველის გრიპთან დაკავშირებული მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ვლადიმერ გურგენიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი ბარამიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
ნიკა გილაური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი
გიორგი მელიქიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეეველი, კომისიის მდივანი
დავით ტყეშელაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ეკატერინე შარაშიძე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი
დავით ჩანტლაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
პეტრე ცისკარიშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.".
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე