საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №291

საქართველოს მთავრობის დადგენილება №291
21 დეკემბერი, 2007

,,საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 თებერვლის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამი-სად ,,საქართველოს წყალმომარა­გებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუ­შავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 თებერვლის N30 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბ­დეს ახალი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუშავებელი სამ­თა­ვ­რობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ვლადიმერ გურგენიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ნიკა გილაური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ვახტანგ ლეჟავა - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

გოჩა მამაცაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

გიორგი მელიქიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

ლევან რაზმაძე - სსიპ - საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე

ნიკოლოზ ფრუიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ეკატერინე შარაშიძე - საქართველოს პრეზიდენიტის ადმინისტრაციის უფროსი.".



2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე