საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №287

საქართველოს მთავრობის დადგენილება №287
21 დეკემბერი, 2007

,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის N45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კა­ნო­ნის 36-ე მუხლის შესაბამი-სად ,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელე­ბისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშ­გების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის N45 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, N29, III ნაწილი, მუხლი 275) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნ­ქტით დამტკიცებული ,,ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციე­ლებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსუ­ლობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშ­გების შესახებ" ინსტრუქცია ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქ­ციით.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე