საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №286

საქართველოს მთავრობის დადგენილება №286
21 დეკემბერი, 2007

,,ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის - ,,ღირსეული დასაწყისი" დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის N273 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამი-სად ,,ხელმოკლე ოჯახებში და­ბა­დებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივი სახე-ლ­მწიფო პროგრამის - ,,ღირსეული დასაწყისი" დამტკიცების შე­სახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის N273 დადგენილებით (სსმ, 2007 წელი, N180, III ნაწილი, მუხ­ლი 1980) დამ­ტკიცებულ ,,ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილე­ბის დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამაში - ,,ღირსეული დასაწყისი" შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტი ჩამოყა­ლიბდეს ახალი რედაქციით:

,,დ) საბანკო დაწესებულების მეშვეობით მოსარგებ­ლეებზე 2007 წლის 21 დეკემ-ბრიდან დაბადებულ ყოველ ახალ­შობილზე ერთჯერადი დახმარების სახით 1000 ლარის გაცემას.";

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

1. პროგრამის უზრუნველსაყოფად გამოიყენება შესაბა­მისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გამოყოფილი სა­ხ­სრები, რომლის ფარგლებშიც დაიფარება პროგრამით გათვა­ლის­წინებული დახმარებისა და პროგრამის ადმინისტრირე­ბასთან დაკავშირებული ხარჯები.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროსა და სააგენტოს მიერ პროგრამის ფარგლებში გასატა­რებელი ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება წლი­ური საბიუჯეტო კანონით სამინისტროსათვის და სააგენტოს ,,სოციალური დახმარების პროგრამით" (ორგანიზაციული კო­დი 35 26 08) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.".

2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 19 დეკემბ­რიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე