საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №283

საქართველოს მთავრობის დადგენილება №283
17 დეკემბერი, 2007

,,ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ" კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის N21 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის საფუძვე-ლზე ,,ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ვე-ლური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ" კონვენ-ციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთ­რყვა­ვილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის N21 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ, 2007 წელი, III ნაწილი, N20, მუხლი 224) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქ­ციით:

,,3. ექსპორტისათვის სოჭის გირჩის, თეთრყვავილას ბოლ­ქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების მოპოვება არ საჭი­როებს სარგებლობის ლიცენზიას იმ შემთხვევაში, თუ ექსპორ­ტიორი პირის მიერ წლის განმავლობაში მოპოვებული სოჭის გირჩის საექსპორტო რაოდენობა არ აღემატება 5 კგ-ს, ხოლო თეთ­რყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორ­გლების საექ­სპორტო რაოდენობა - 50 ერთეულს.";

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

,,81. ჩატარებული კვლევების შედეგად არსებული მასალე­ბის საფუძველზე სოჭის გირჩიდან სოჭის თესლის გამოსავ­ლიანობას ყოველწლიურად ინდივიდუალური ადმინის-ტრაციუ­ლი აქტით ადგენს სამინისტრო.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე