საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №282

საქართველოს მთავრობის დადგენილება №282
17 დეკემბერი, 2007

,,საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის N124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესა-ბამისად ,,საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორ­მების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის N124 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, N156, მუხლი 1436) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები:

1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დადგინდეს საავტომობილო ბენზინის ეკოლოგიური მახასიათებლები:
ა) 2009 წლის 1 იანვრამდე:
ტყვიის შემცველობა - არა უმეტეს 0.013 გ/ლ;
ბენზოლის მოცულობითი წილი - არა უმეტეს 5 პრო­ცენტი;
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი - არა უმეტეს 45 პროცენტი;
გოგირდის შემცველობა - არა უმეტეს 500 მგ/კგ;
ბ) 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე
ტყვიის შემცველობა - არა უმეტეს 0.005 გ/ლ;
ბენზოლის მოცულობითი წილი - არა უმეტეს 3 პრო­ცენტი;
არომატული ნოხშირწყალბადების მოცულობითი წილი - არა უმეტეს 42 პროცენტი;
გოგირდის შემცველობა - არა უმეტეს 250 მგ/კგ;
გ) 2010 წლის 1 იანვრიდან:
ტყვიის შემცველობა - არა უმეტეს 0.005 გ/ლ;
ბენზოლის მოცულობითი წილი - არა უმეტეს 1 პრო­ცენტი;
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი - არა უმეტეს 42 პროცენტი;
გოგირდის შემცველობა - არა უმეტეს 150 მგ/კგ;
დ) 2011 წლის იანვრიდან:
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი - არა უმეტეს 35 პროცენტი;
გოგირდის შემცველობა - არა უმეტეს 50 მგ/კგ.".
2. მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ბენზინის ხარისხის ანალიზის მეთოდები 2009 წლის 1 იანვრამდე გამოყენებულ იქნეს ამჟამად მოქმედი სტანდარ­ტების მიხედვით, 2009 წლის 1 იანვრიდან - საერთაშო-რისო სტანდარტებისა (ისო) და ევროპული ნორმების (ენ) საფუძ­ველზე მიღებული ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.".
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე