საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №280

საქართველოს მთავრობის დადგენილება №280
17 დეკემბერი, 2007

 

ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

1. შეიქმნას ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავ-რობი კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ვლადიმერ გურგენიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კო­მი­სიის თავმჯდომარე

გიორგი ახალაია - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი

კახა ბენდუქიძე - რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მი­ნისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ელისო გაბადაძე - რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი, პრესმდივანი

ირაკლი გვენეტაძე - ექსპერტი

ივანე გოჩიტაშვილი - ექსპერტი

გიორგი დაფქვიაშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფოკომუნიკაციების სამმართველოს უფროსი სპე­ციალისტი, კომისიის მდივანი

ზაზა იტრიაშვილი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნკაციების სამსახურის უფროსი

ვახტანგ ლეჟავა - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

ილია მაღალაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ  სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი

ვარლამ ტყეშელაშვილი - ექსპერტი

გიგა უმეკაშვილი - საქართველოს მთავრობის კანცელარიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი

ტატო ურჯუმელაშვილი - ექსპერტი

ეკა ყუბუსიძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფოკომუნიკაციების სამმართველოს უფროსი

გიორგი შუბითიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფონდ ,,ირმის ნახტომის" პროგრამის მენეჯერი

გიორგი ცაგარეიშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი

დავით ცეკვავა - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი

მიხეილ ჯანიაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი.



2. დამტკიცდეს ელექტრონული მმართველობის განვითა­რების ხელშემწყობი სამთა-ვრობო კომისიის თანდართული დე­ბულება.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთა­ვ­­­­­რობის 2007 წლის 3 ნოემბ-რის N511 განკარგულება ,,სა­ქარ­თველოს ზოგიერთი სამთავრობო და სხვა სახელმწიფო და­წესებულებათა ერთიანი სამთა-ვრობო ქსელის შექმნის ღო­ნისძიებათა შესახებ" და სა-ქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის N409 განკარგულება ,,ერთიანი სამ-თავრობო ქსე­ლის აგებასა და გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავ­შირე­ბული საკითხების კოორდინაციის, ერთიანი სამთავრობო ქსე­ლის შემდგომი შეუფერხებელი და გამართული ფუნქცი­ო­ნირებისათვის მასში შემავალ უწყებებს შორის ერთიანი სტანდარტების შემუშა-ვებისა და ,,ელექტრონული მთავრობის" სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობისათვის სამთავრობო სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ".

4. ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშე­მწყობი სამთავრობო კომისია არის ,,საქართველოს ზოგიერთი სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესე­ბუ­ლე­ბათა ერთიანი სამთავრობო ქსელის შექმნის ღონისძიებათა შესახებ" საქარ­თვე­ლოს მთავრობის 2007 წლის 3 ნოემბრის N511 განკარ­გულებით შექმნილი კომისიის უფლებამონაცვლე.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე


დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2007 წლის 17 დეკემბრის
N280 დადგენილებით

 

ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის დებულება


მუხლი 1. კომისიის ამოცანები და ფუნქციები
კომისიის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ,,საქართველოს ზოგიერთი სამთავრობო და სხვა სა­ხელმწიფო დაწესებულების ერთიანი სამთავრობო ქსელის განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და მონიტორინგი;

ბ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგში საქართველოს მთავრობის ერთიანი პოლიტიკის შემუ­შავებისათვის წინადადებების მომზადება;

გ) სახელმწიფო დაწესებულებების მიერ გაწეული მომ­სახურების ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებით მი­წოდების ხელშეწყობა;

დ) სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანი პროცესების ოპტიმიზაცია ინფორმა-ციული ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით;

ე) საქართველოს მთავრობისა და სხვა სახელისუფლებო ორგანოების ერთიანი საინფორმაციო რესურსების შექმნის კოორდინაცია;

ვ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროში სახელ­მწიფო საინფორმაციო რესურ-სებისა და სერვისების ინტეგ­რირების უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადება და მათი შესრულების მონიტორინგი;

ზ) სახელმწიფო დაწესებულებებში ელექტრონული ხელ­მოწერის დანერგვის კოორდინაცია;

თ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგში საქართველოს მთავრობისა და სხვა სახელმწიფო და­წე­სებულებებს შორის დაგეგმილი თუ მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციის ხელ­შეწ­ყობა.


მუხლი 2. კომისიის უფლება-მოვალეობანი
კომისია უფლებამოსილია:

ა) მისთვის დაკისრებული ფუნქციებიდან გამომდინარე მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტები;

ბ) საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო უწყებე­ბისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომი­სიის საქმიანობისათვის აუცილებელი ყველა სახის ინფორ­მაცია;

გ) შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები;

დ) შექმნას ბიზნესის საკოორდინაციო ჯგუფი, რომელ­შიც შევლენ ამ სფეროს ბიზნესსექტორის წარმომად­გენლები;

ე) მოამზადოს წინადადებები კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.


მუხლი 3. კომისიის მუშაობის ორგანიზება და რეგლა­მენტი

1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ან მათ წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი.

2. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.

4. კომისიის სხდომების დღის წესრიგს, კომისიის მდივნის წარდგინებით, ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.

5. კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს კომისიის ყველა წევრს, აგრეთვე აუცილებლობის შემთხვევაში - კომისიის მდივნის წარდგინებით და კომისიის თავმჯდო­მარის გადაწყვეტილებით სხვა პასუხისმგებელ პირებს.

6. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობაში მონა­წილეობის მისაღებად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვე­ტი­ლებით, სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში.

7. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

8. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

9. კომისიის სხდომის ოქმს და კომისიის თავმჯდომარის შესაბამის დავალებებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზა­დებს კომისიის მდივანი.

10. საოქმო ჩანაწერები ეგზავნებათ კომისიის წევრებსა და სხვა მოწვეულ პირებს სხდომის ოქმიდან ამონაწერის სა­ხით.

11. კომისია იკრიბება თავმჯდომარის ან კომისიის წევრ­თა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე.


მუხლი 4. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა

კომისიის საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გა­და­წყვეტილებას დადგენილი წესით იღებს საქართველოს მთავ­რობა.