საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №279

საქართველოს მთავრობის დადგენილება №279
17 დეკემბერი, 2007

,,გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს N143 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე


1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,გარდამავალი პერიოდისათვის საქარ­თველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქ­ტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირო­ბების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს N143 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, N97, მუხლი 1095) შე­ტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 3. სანებართვო საქმიანობის სახეები
სანებართვო საქმიანობის სახეებია:

ა) ვეტერინარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქ­ციის ტრანზიტი (ნებარ-თვა გაიცემა N1 დანართით განსაზღვ­რულ სახელმწიფო ვეტერინარიულ კონტროლს დაქვემდება­რებულ ობიექტებზე);

ბ) ვეტერინარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქ­ციის იმპორტი (ნებართვა გაიცემა N2 დანართით განსაზღვრულ სახელმწიფო ვეტერინარიულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე);

გ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცე­ნა­რეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტი (ნებართვა გაიცემა N3 დანართით განსაზღვრულ სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებულ ობიექტებზე).";

ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

,,7. იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუ­როს მიერ საქართველო აღიარებულ იქნა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების მიმართ არაკეთილ-საიმედოდ, საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე იკრძალება ვეტერინარიულ კონტროლს დაქვემდებარებული შესაბამისი ტვირთის ტრან-ზიტი.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე



დანართი N1


დანართი N2


დანართი N3