საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №278

საქართველოს მთავრობის დადგენილება №278
17 დეკემბერი, 2007

,,დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის N238 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად "დიზელის საწვავის შემადგენ­ლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის N238 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დადგინდეს დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები:

ა) 2005 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე:
ცეტანის რიცხვი - არა ნაკლებ 45;
გოგირდის შემცველობა - არა უმეტეს 350 მგ/კგ;
სიმკვრივე 150 C - არა უმეტეს 845 კგ/მ3;
პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი - არა უმეტეს 11 პროცენტი;

ბ) 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე:
ცეტანის რიცხვი - არა ნაკლებ 48;
გოგირდის შემცველობა - არა უმეტეს 350 მგ/კგ;
სიმკვრივე 150 C - არა უმეტეს 845 კგ/მ3;
პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი - არა უმეტეს 11 პროცენტი;

გ) 2010 წლის 1 იანვრიდან:
ცეტანის რიცხვი - არა ნაკლებ 51;
გოგირდის შემცველობა - არა უმეტეს 50 მგ/კგ;
სიმკვრივე 150 C - არა უმეტეს 845 კგ/მ3;
პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი - არა უმეტეს 11 პროცენტი;".

2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. 2009 წლის 1 იანვრამდე დიზელის ხარისხის ანა­ლიზის მეთოდები გამოყენებულ იქნეს ამჟამად მოქმედი სტან­დარტების მიხედვით. 2009 წლის 1 იანვრიდან - საერთაშორისო სტანდარტებისა (ისო) და ევროპული ნორმების (ენ) საფუძველზე მიღებული ეროვნული სტანდარტების შესა­ბამისად.".

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე