საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №277

საქართველოს მთავრობის დადგენილება №277
17 დეკემბერი, 2007

,,ქ. თბილისის მერიისათვის ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის N221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,ლი-ცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ,,ქ. თბილისის მერიისათვის ქ. თბი­ლისის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდ­რეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლება-მოსილების მინიჭების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10
ოქტომბრის N221 დადგე­ნილებაში (სსმ, 2007 წელი, N142, III ნაწილი, მუხლი 1569) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

,,1. ქ. თბილისის მერიას მიენიჭოს ქ. თბილისის ტერი­ტორიაზე არსებულ კულტუ-რული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე (გარდა არქეოლოგიურ ძეგლებსა და საკულტო-რელიგიური დანიშნულების ობიექტებზე) სამუშაოების ნებართვის გაცემის, შესრულებუ-ლი სამუშაოების შუალე­დური და საბოლოო ანგარიშებისა და სამუშაოთა მიღების სანება-რთვო პირობების კონტროლის უფლება­მოსილება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე