საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №276

საქართველოს მთავრობის დადგენილება №276
17 დეკემბერი, 2007

რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნების დადგენის შესახებ

1. ,,ყოფილი სსრკ-ს მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპა­ტრიაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირ­ველი პუნქტის შესაბამისად რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების საკითხის განსახილველად დადგინდეს შემდეგი დამატებითი მოთხოვნები:

ა) ,,ყოფილი სსრკ-ს მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპა­ტ­რიაციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს დამატებით თან უნდა ერთვოდეს რეპატრიანტის სტატუსის მაძიებლის მიერ შევსებული რეპატ­რიანტის სტატუსის მაძიებლის ანკეტა;

ბ) დამტკიცდეს რეპატრიანტის სტატუსის მაძიებლის ანკე­ტის თანდართული ფორმა.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე


რეპატრიანტის სტატუსის მაძიებლის ანკე­ტის ფორმა