საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №275

საქართველოს მთავრობის დადგენილება №275
17 დეკემბერი, 2007

,,საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის N256 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის საფუძველზე ,,საქართველოს საჯარო სკო­ლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვე-ვის მიზ­ნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების გან­საზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის N256 დადგენილებით (სსმ, 2007 წელი, N165, III ნაწილი, მუხლი 1813) დამტკიცებულ 2008-2013 წლებისათვის საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

,,ა) შემდეგი ამბულატორიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას;";

ა.ბ) პირველი პუნქტის ,,ა.ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

,,ა.ა) ზოგადი ამბულატორიული მომსახურება (ოჯახის ექიმის ან უბნის ექიმის მიერ მიწოდებული მომსახურება); სპე­ცი­ალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახუ­რება, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება; ოჯახის ექიმის, უბნის ექიმის, ექთნის, ექიმ-სპეციალისტის მომსახუ­რება ბინაზე, საჭიროების შემთხვევაში;";

ა.გ) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,ა.ბ" ქვეპუნქტი;

ა.დ) პირველი პუნქტის ,,ა.გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.გ) ექიმის დანიშნულებით ელექტროკარდიოლოგიური, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები, გეგმიურ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული ინსტრუმენტული გამოკვლევები;";

ა.ე) პირველი პუნქტის ,,ა.გ" ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ა.დ" ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ა.დ) ამბულატორიულ დონეზე ლაბორატორიული გამოკვლევები ექსპრესდიაგნოსტიკური მეთოდით: შარდის ანალიზი, გლუკოზა პერიეთრიულ სისხლში, ორსულობის ტეს­ტი, ჰემოგლობინი, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე და კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი და კრეატინი.";

ა.ვ) პირველი პუნტის ,,ბ.ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ.ა) გადაუდებელი და რეფერალური სტაციონარული მო­მსა­ხურება, მათ შორის გართულებულ ორსულობასთან დაკავ­შირებუ­ლი ჰოსპიტალიზაცია;";

ა.ზ) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,ბ.გ" ქვე­პუნქტი;

ა.თ) მეორე პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდე­გი რედაქციით:

,,ა) მომსახურების მიღებისას მოქმედი საქართველოს მთე­ლი მოსახლეობისათვის განკუთვნილი სახელმწიფო ჯანდა­ცვის პროგრამებით (მათ შორის მუნიციპალური) დაფარული ხარჯები და მომსახურება;";

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დე­გი რედაქციით:

,,ბ) მზღვეველი - საქართველოს კანონმდებლობის შესა­ბამისად ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია, რომე­ლიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნისტროს წერილობით დაუდასტურებს, რომ ეთანხმება სადა­ზღვევო ვაუჩერის წინამდებარე აქტით განსაზღვრულ პირო­ბებს.";

ბ.ბ) პირველ პუნქტს დაემატოს ,,გ" ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,გ) საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლები, რომლებიც უკვე დაზღვეული არიან სიღარიბის ზღვარს ქვე­მოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების სახელმ-წი­ფო პროგრამით, არ სარგებლობენ მასწავლებელთა სამედი­ცინო დაზღვევის პროგრა-მით.".

გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სადაზღვევო ორგანიზაცია წარადგენს ანგარიშგე­ბასთან დაკავშირებულ ინფორმაციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - ჯანმრთელო­ბისა და სოციალური პროგრამების სააგენტოში, სააგენტოს მიერ მითითებული პერიოდულობითა და ფორმით.".

დ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10. გარდამავალი დებულებები

1. 2008 წლისათვის დამზღვევის მიერ ნებაყოფლობით სადაზღვევო ორგანიზაციების შერჩევისა და სადაზღვევო ხელ­შეკრულებების გაფორმების ვადად განისაზღვროს 2007 წლის 17 დეკემბრიდან 2008 წლის 21 იანვრამდე პერიოდი.

2. იმ სადაზღვევო ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში სამინისტროში არ წარადგენენ წერი-ლობით პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არ ეთანხმებიან მასწავლებლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობებს და უარს აცხა­დებენ პროცესში მონაწილეობაზე, წინამდებარე დადგენი­ლებით გათვალისწინებული დამატებითი პირობები ითვლება სავალდებულოდ შესასრულებლად.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინის­ტრ­ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებ-ლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის პროცესში მონაწილეობის მიღების უზრუნველსაყოფად, სადაზღვევო ორგანიზაციებისათვის დად­გინდეს სამინისტროში განაცხადების წარდგენის დამა­ტებითი ვადა.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცი­ალური დაცვის სამინისტრომ გაითვალისწინოს დადგენი­ლებით განსაზღვრული სადაზღვევო ვალდებულებები 2008 წლის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფორმირებისას.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე