საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №274

საქართველოს მთავრობის დადგენილება №274
17 დეკემბერი, 2007

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N39 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანო­ნის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტე­­ბის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესა­ბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქარ­თველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N39 დადგე­ნილებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს დებულებაში (სსმ, 2004 წელი, N54, III ნაწილი, მუხლი 462) და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ს" ქვეპუნქტი:

,,ს) ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესს.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე