საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №272

საქართველოს მთავრობის დადგენილება №272
06 დეკემბერი, 2007

2007-2008 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

მოქალაქეებისათვის, რომლებმაც სრული ზოგადი განათ­ლება მიიღეს აზერბაიჯანულენოვან, სომხურენოვან, კონ­ფლიქ­ტის ზონაში და მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრა-ციის რე­გი­ონებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულე­ბებში, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობი­სათ­ვის დაღუპულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა შვილე­ბის, მრავალშვილიანი ოჯახის წევრების, ობოლი არასრულ­წლოვნებისა და კომუნისტური რეჟიმის დროს საქართვე­ლოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის შთამომავლებისათვის, საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანა-თლებლო დაწესებულებებში პროფესიული უმაღ­ლე­სი განათლების საგანმანათლებლო პროგრამით განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, ,,უმაღლესი განათლების შესა­ხებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნ­ქტის ,,გ" ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის მე-8 პუნქტის, ,,საქარ­თველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქარ­თველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად დაფინანსება განხორ­ციელდეს შემდეგი სახით:


მუხლი 1. დაფინანსების ოდენობა

1. 2007-2008 სასწავლო წელს საქართველოს აკრედიტე­ბულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემ­დგომში - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) ერ­თი­ანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ სტუ­დენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოიყოს 260 (ორას სამოცი ათასი) ლარი პროფესიული უმაღლესი განათ­ლების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებ­ლად სახელმწიფო სასწავლო გრანტებისათვის (შემდგომში - გრან­ტი).

2. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესე­ბულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესა­ბამისად საქართველოს მთავრობისაგან დადგენილი სრული გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.

3. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვებს გრანტის ნაწილობრივ ოდე­ნობას, სოციალური პროგრამის ფარგლებში მისი სწავლის საფასური შეივსება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სრული გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარ­გლებში.


მუხლი 2. სტუდენტი

1. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს მხოლოდ იმ პირმა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხა უმაღლეს საგან­მანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული უმაღლესი განათ­­ლების საგანმანათლებლო პროგრამით და ვერ მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი.

2. ამ დადგენილების მიზნებისათვის სტუდენტი არის პირი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესე­ბულებაში პროფესიულ უმაღლესი განათლების საგან­მა­ნათ­ლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფ­ლება. ის აბიტუ­რიენტი, რომელმაც მოიპოვა უმაღლეს საგან­მანათლებლო დაწესებუ­ლებაში ჩარიცხვის უფლება, მაგრამ კანონ­მდებლობით დადგენილი წესით არ ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ვერ მიიღებს დაფინანსებას სოციალური პროგრამის ფარ­გლებში.

3. გრანტის მიღების უპირატესობით სარგებლობენ ის სტუდენტები, რომელთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწე­სებულებაში ჩარიცხვა განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩატარებული პირველი კონკურსის შედეგად.


მუხლი 3. სტუდენტთა კატეგორიები

სოციალური პროგრამით გათვალისწინებული თანხა გადაეცემათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:

1. 70 გრანტი იმ სტუდენტებს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათ­ლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალ­მთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქედან:

ა) მესტიის მუნიციპალიტეტში - 6 გრანტი;
ბ) ლენტეხის მუნიციპალიტეტში - 4 გრანტი;
გ) ონის მუნიციპალიტეტში - 3 გრანტი;
დ) ქედის მუნიციპალიტეტში - 7 გრანტი;
ე) ხულოს მუნიციპალიტეტში - 13 გრანტი;
ვ) შუახევის მუნიციპალიტეტში - 8 გრანტი;
ზ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტში - 2 გრანტი;
თ) დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბარისახოს, შატილის, ქვეშეთის, მლეთის, მაღარო-სკარისა და გუდამაყრის სკოლებში) - 2 გრანტი;
ი) ადიგენის მუნიციპალიტეტში - 6 გრანტი;
კ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტში - 3 გრანტი;
ლ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში - 2 გრანტი;
მ) წალკის მუნიციპალიტეტში - 5 გრანტი;
ნ) დმანისის მუნიციპალიტეტში - 5 გრანტი;
ო) ახმეტის მუნიციპალიტეტში პანკისის ხეობისა და ზემო და ქვემო ალვანის სკოლებში - 4 გრანტი.

2. 60 გრანტი იმ სტუდენტებს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლო-ბდნენ და სრული ზოგადი განათ­ლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს კონ­ფლიქტის ზონებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწე­სებულებებში, აქედან:

ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - 35 გრანტი;
ბ) ,,დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთე­ულის შექმნის შესახებ" საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის N4735 დადგენილებით ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ დრო­ებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში - 25 გრან­ტი.

3. 10 გრანტი იმ სტუდენტებს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათ­ლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბა­იჯანუ­ლენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

4. 10 გრანტი იმ სტუდენტებს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლო-ბდნენ და სრული ზოგადი განათ­ლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხუ­რენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

5. 15 გრანტი იმ სტუდენტებს, რომლებიც არიან საქარ­თველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუ­პულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა შვილები.

6. 5 გრანტი იმ სტუდენტებს, რომლებიც არიან კომუ­ნისტური რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირე­ბული სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის შთამომავლები.

7. 20 გრანტი იმ სტუდენტებს, რომლებიც არიან ობლები (უდედმამოები) ან მრავალშვილიანი ოჯახის (4 და მეტი შვილით) წევრები და რომელთა ასაკი არ აღემატება 25 წელს.


მუხლი 4. რამდენიმე კატეგორიაში შემავალი სტუდენტები

1. იმ სტუდენტის მონაცემები, რომელიც ერთდროულად განეკუთვნება ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა - ო" ქვეპუნქტებითა და მე-2 - მე-7 პუნქტებით გათვა­ლისწინებულ რომელიმე კატეგორიას, გრანტის მოსაპოვებლად განიხილება ჯერ მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო შემდგომ - მე-3 მუხლის მე-2 - მე-7 პუნქტებით დადგენილი კატე­გორიების ფარგლებში.

2. სტუდენტი, რომელიც განეკუთვნება მე-3 მუხლის მე-2 - მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ ორ ან მეტ კატე­გორიას, გრანტს მოიპოვებს ერთ-ერთ კატეგორიაში, რაც უნდა მიუთი­თოს ამ დადგენილების მე-8 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ განცხადებაში.


მუხლი 5. დაფინანსების პრინციპი კონკურსისა და თანაბარი ქულების დროს

1. თუ ამ დადგენილებით გათვალისწინებული კატეგო­რიის/ქვეკატეგორიის სტუდენტთა რაოდენობა აღემატება გრანტით დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობას (შემდგომში - კონკურსი), თანხა გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოც­დების შედეგების აბსოლუტური რანჟირების დოკუ­მენტის საფუძველზე.

2. თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდაში თანაბარი სკალირებული ქულა აქვს ორ ან მეტ სტუდენტს, დაფინანსება გაიცემა ქვემოთ მოცემული კრიტე­რიუმებით, წარმოდგენილი თანმიმდევრობის დაცვით:

ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად;
ბ) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენის გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად.


მუხლი 6. სტუდენტთა დარჩენილი გრანტის გადანაწილება ქვეკატეგორიების მიხედვით

1. თუ მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალის­წინებული ქვეკატეგორიის სტუდენტთა რაოდენობა ამ ქვეკატეგორიით დადგენილ გრანტის რაოდენობაზე ნაკლებია, დარჩენილი გრანტის რაოდენობა დაემატება ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,გ", ,,ე", ,,ზ", ,,თ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ რაოდენობას და გადანაწილდება მე-5 მუხლით დადგენილი პრინციპით.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელების შემდეგ დარჩა მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქვეკატეგორიის სტუ­დენტთა გრანტი, იგი დაემატება მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ იმ ქვეკატეგორიას, რომელშიც კონკურსია.

3. თუ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქვეკატეგორიის სტუდენტთა რაოდენობა ნაკლებია ამ ქვეკატე­გორიით დადგენილ გრანტის რაოდენობაზე, დარჩენილი გრანტის რაოდენობა დაემატება მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის სხვა ქვეკატეგორიას და გადანაწილდება მე-5 მუხლით დად­გენილი პრინციპით.


მუხლი 7. დარჩენილი თანხის გადანაწილება კატეგორიების მიხედვით

1. თუ ამ დადგენილებით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა მე-3 მუხლით გათვალისწინებული კატე­გორიის მიხედვით, მე-5 მუხლით დადგენილი პრინციპის შესაბამისად იგი გადაუნაწილდებათ კატეგორიების მიხედვით შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის მიხედვით კონკურსის შემთხვევაში;
ბ) 2006-2007 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ სტუდენტებს (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილებს), რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის 2006-2007 სასწავლო წლის სოციალური პროგრამის დაფინანსების ფარგლებში;
გ) 2005-2006 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ სტუდენტებს (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილებს), რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის 2005-2006 სასწავლო წლის სოციალური პროგრამის დაფინანსების ფარგლებში;
დ) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის მიხედვით კონკურსის შემთხვევაში;
ე) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის მიხედვით კონკურსის შემთხვევაში.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელების შემდეგ ამ დადგენილებით განსაზღვრული თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა მე-5 მუხლით დადგენილი პრინციპის მიხედვით გადაუნა­წილდებათ ამ დადგენილებით გათვალისწინებული კატე­გორიების შესაბამის სტუდენტებს, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ამ ოჯახების სიღარიბის დონის (რეიტინგული ქულის) გათვალისწინებით.

3. თუ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელების შემდეგ ამ დადგენილებით განსაზღვრული თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა მე-5 მუხლით დადგენილი პრინციპის მიხედვით გადაუნაწილდებათ ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების სტუდენტებს.


მუხლი 8. განცხადების წარდგენა

1. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსება განხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ნუსხით გათვა­ლისწინებული დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში. ვადას ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინის­ტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ­ტით.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების დაფინანსება განხორციელდება აბიტურიენტის მიერ შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის ერთიანი ეროვნული გამოცდების სარეგისტრაციო პუნქტებში რეგის­ტრაციისას წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა - ო" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტუდენტები, რომლებიც არ გაივლიან რეგისტრაციას შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის ერთი­ანი ეროვნული გამოცდების სარეგისტრაციო პუნქტში, აგრეთვე მე-3 მუხლის მე-3 - მე-7 პუნქტებით, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ", ,,გ" ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტები, სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად საქართველოს განათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარადგენენ განცხა­დებას.

4. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით გათვა­ლისწინებული სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარ­გლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას თანდარ­თულ დოკუმენტებთან ერთად წარადგენენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათ­­ლებისა და კულტურის სამინისტრო დაადგენს და საქარ­თველოს განათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს სტუდენ­ტებისაგან მიღებული დოკუმენტების შესაბამისობას ამ დად­გე­ნილებით განსაზღვრულ პირობებთან.

5. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვა­ლისწინებული სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარ­გლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად წარადგენენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრა­ციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცი­აში. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმი­ნისტრაცია დაადგენს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს სტუდენტებისაგან მიღე­ბული დოკუმენტების შესაბამისობას ამ დადგენილებით განსაზღვრულ პირობებთან.


მუხლი 9. გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესახებ

გრანტის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას აფორმებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდი­ვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.


მუხლი 10. დასკვნითი დებულება

დადგენილება ამოქმედდეს ,,უმაღლესი განათლების შესა­ხებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის ძალაში შესვლის დღიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე