საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №271

საქართველოს მთავრობის დადგენილება №271
06 დეკემბერი, 2007

,,მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის N225 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,მოსახლეობის სოციალური მდგომა­რეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის N225 დადგენილებას (სსმ, 2007 წელი, N142, მუხლი 1573) დაემატოს 31 და 32 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,31. ამ დადგენილების მე-3 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტით გათ­ვა­ლისწინებულ ბენეფიციარებს აგრეთვე მიეკუთვნებიან ,,სახელ­მწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალის­წი­ნე­ბული ყველა კატეგორიის ის პენსიონერები, რომელთათვისაც 4 ოქტომ­ბრის მდგომარეობით შეჩერებული იყო პენსიის გაცემა და 2007 წლის 1 ნოემბრამდე აღუდგათ პენსიის მიღება.

32. ამ დადგენილების მე-3 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტით გათვა­ლისწინებულ ბენეფიციარებს მიეკუთვნებიან იმ ოჯახის წევრე­ბიც, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასე­ბა (შესწავლა) ან განმეორებითი შეფასება განხორციელდა 2007 წლის 4 ოქტომბრამდე და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 57 000-ზე.".

2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 5 დეკემბრიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე