საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №270

საქართველოს მთავრობის დადგენილება №270
05 დეკემბერი, 2007

,,საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის N22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 იანვრის N22 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, N13, III ნაწი­ლი, მუხლი 135) და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების სახელ­მწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ვლადიმერ გურგენიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

გიორგი ბარამიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტი­კურ სტრუქტურებში ინ­ტეგ­რაციის საკითხებში, ვიცე- პრე­მიერი, კომისიის თავმჯდომარის მოად­გილე

დავით ბაქრაძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების სა­კითხებში

კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის სა­კით­ხებში

გელა ბეჟუაშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ნიკა გილაური - საქართველოს ფინანსთა მინის­ტრი

ზაზა გოგავა - საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფ­როსი

დავით კეზერაშვილი - საქართველოს თავდაცვის მინისტრი

ივანე მერაბიშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

მაია მიმინოშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

კობა სუბელიანი - საქართველოს ლტოლვილთა და გან­სახლების მინისტრი

ეკატერინე ტყეშელაშვილი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი

დავით ჩანტლაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინის­ტრი

ალექსანდრე ხეთაგური - საქართველოს ენერგეტიკის მი­ნისტრი.".


2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე