საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №269

საქართველოს მთავრობის დადგენილება №269
05 დეკემბერი, 2007

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის N118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამი-სად ,,საჯარო სამართლის იურიდიუ­ლი პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონ­­დის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკი­ცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის N118 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, N89, III ნაწილი, მუხლი 1014) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთ­ვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:


ვლადიმერ გურგენიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ჯამბულ ბაკურაძე - საქართველოს მთავრობის კანცე­ლარიის უფროსის მოადგილე - რე­გი­ონალურ საკითხთა დეპარტა­მენტის უფროსი

ნიკა გილაური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

ლია მამნიაშვილი - სსიპ - ,,ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" აღმას­რუ­ლე­ბელი დირექტო­რის მოვა­ლე­ო­ბის შემსრულებელი

მაია მიმინოშვილი - საქართველოს განათლებისა და მეც­ნიერების მინისტრი

ედვარდ სურმანიძე - საქართველოს პარლამენტის აგრა­რულ საკითხთა კომიტეტის თავ­მჯდომარე

ანი ქათამიძე - საქართველოს ახალგაზრდა ეკო­ნომისტთა ასოციაციის აღმასრუ­ლებელი დირექტორი

პაპუნა პეტრიაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინის­ტრის მოადგილე

პეტრე ცისკარიშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეო­ბის მინისტრი.".



2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე