საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №268

საქართველოს მთავრობის დადგენილება №268
05 დეკემბერი, 2007

,,ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის N128 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის საფუძველზე ,,ტრანსპორტის სფეროში ტექ­ნი­კუ­რი რეგლამენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ" საქარ­თველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის N128 დადგენი­ლებაში (სსმ, 2007 წელი, N91, მუხლი 980) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი პუნქტით განსაზღვრული და­ნართი ჩამოყა­ლიბდეს ახალი რედაქციით:


,,დანართი


ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა


საავტომობილო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგ­ლამენტები

- ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგი­სო­ბაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი";
- ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებუ­ლი ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც იმართება გზისთვის ვარგისობაზე ტესტი­რე­ბა";
- ,,სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუა­ლე­ბების ტესტირების პერიო-დულობა";
- ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესები";
- ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესი";
- ,,ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი და პირობები";
- ,,მწვანე", ,,უფრო მწვანე და უსაფრთხო", ,,ევრო 3 უსაფ­რთხო" და ,,ევრო 4 უსაფ-რთხო" სატვირთო ავტომობი­ლებისა და მისაბმელებისათვის ხმაურის, გამონაბოლქვის ტექნიკური და

უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზის­თვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატების გაცემისა და გა­მო­ყენების წესი";

- ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადა­ზიდვის წესი";
- ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადა­ყ­ვანისა და ბარგის გადაზიდ-ვის წესი";
- ,,საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტო­სატ­რანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმები";
- ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარა­მეტ­რების საკონტროლო მოწყობილობების გამოყენების წესი".


სამოქალაქო ავიაციის სფეროს ტექნიკური რეგლამენტები

- ,,საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირე­ბის წესისა და სერტიფიკატე-ბის ფორმების დამტკიცების შესა­ხებ";
- ,,საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესები";
- ,,აეროდრომების სერტიფიცირების წესი";
- ,,საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახუ­რებ­რივი მოკვლე­ვის წესები";
- ,,ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესები";
- ,,საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი";
- ,,საავიაციო ტექნიკის სერტიფიცირების წესი";
- ,,საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესა-ხებ.";

ბ) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწ-ყებო დაწესებულებამ - ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ უზრუნველყოს ამ დადგენი­ლების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში მოცე­მუ­­ლი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება 2007 წლის ბო­ლომ­დე, გარდა ნუსხაში მოცემული ტექნიკური რეგლამენტის ,,საავიაციო ტექნიკის სერტიფიცირების წესისა", რომ­ლის დამ­ტკი­ცებაც განხორციელდეს 2008 წლის ბოლომდე.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე