საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №267

საქართველოს მთავრობის დადგენილება №267
05 დეკემბერი, 2007

,,2007/08 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის N139 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველ-ზე ,,2007/08 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ" საქარ­თველოს მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის N139 დადგენილებაში (სსმ, 2007 წელი, N101, მუხლი 1102) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,41. სრული და ნაწილობრივი ოდენობის გრანტები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინან­სებ­ლად გაიცემა შემდეგი თანხის მოცულობის ფარგლებში:

ა) სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის დაფინანსებისათვის - 1 500 ლარი;
ბ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდე­ნობის მაქსიმალური ოდენო-ბის დაფინანსებისათვის - 1 050 ლარი;
გ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის საშუალო ოდენობის დაფინანსებისათვის - 9 000 ლარი;
დ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენო-ბის დაფინანსებისათვის - 43 200 ლარი.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე