საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №266

საქართველოს მთავრობის დადგენილება №266
05 დეკემბერი, 2007

,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის N264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,სამუშაო ადგილებზე პრო­ფესიული მომზა­დე­ბის (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწი­ფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართვე­ლოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის N264 დადგენი­ლებით (სსმ, 2007 წელი, N172, მუხლი 1907) დამტკიცე­ბულ­ ,,სამუ­­­შაო ადგილებზე პროფესიული მომ­ზადების (გადამზადების) 2007-2008 წლების მიზნობრივ სა­ხელმწიფო პროგრამაში" შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის ,,ა.გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რე­დაქციით:
,,ა.გ) პროფესიული მომზადების/გადამზადების მაძიებელი შეიძლება იყოს 25-65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალა­ქე. პროგრამის მონაწილე მაძიებელთა მაქსიმალური რაოდე­ნობა შეადგენს 100 000 (ასი ათასი) პირს;".

2. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. დამსაქმებლის/პროფესიული მომზადების ცენტრის მიერ შევსებული და შესაბამისი ხელმოწერებით დადასტურე­ბული დასაქმების ბარათის პირველ ნაწილს მაძიებელი წა­რადგენს შესაბამის საბანკო დაწესებულებაში. საბანკო დაწე­სე­ბულება უზრუნველყოფს დადგენილი წესით შევსებული და დამოწმე­ბული ბარათის ჩაბარებას და მაძიებლისათვის სახელ­მწიფო სტიპენდიის პირველი ნაწილის ავანსის სახით გა­ცემას.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 დეკემრიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე