საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №265

საქართველოს მთავრობის დადგენილება №265
05 დეკემბერი, 2007

,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის N240 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამი-სად ,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსა­ფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებარ­თვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაო­ბაზე" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის N240 დადგენილებით (სსმ, 2006 წელი, N172, III ნაწილი, მუხლი 2315) დამტკიცებულ ,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფ­რთხოე­ბის მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებარ­თვების გაცე­მის წესის შესახებ" ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­­ლებები და დამატებები:
ა) ინსტრუქციის მე-2 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,ა) საქონელი - საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადა­ადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდები, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი;";
ბ) ინსტრუქციის მე-2 მუხლის ,,ნ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ნ) საწყობი - საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსე­ბული, ინსტრუქციით დადგენილი სანებართვო პირობების შესა­ბამისად, ტერიტორიულად განცალკევებული შენობა-ნაგებობების ან/და ღია მოედნისაგან შემდგარი ტერიტორია, რომლის ფარ­გლებშიც ხორციელდება ან განხორციელდება ნებართვით გან­საზღვრული საქმიანობა. აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი და იზოლირებული და უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო სახეობის (სარკი­ნიგზო ან/და საავტომობილო, ან/და სხვა ტიპის) შესასვლელი ან/და გასასვლელი;";
გ) ინსტრუქციის მე-2 მუხლის ,,პ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,პ) შენობა-ნაგებობა - სათავსი, საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის საჭირო დაცვის დანიშნულების შენობა-ნაგებობა, საწარმოო ოპერაციებისათვის, საწარ-მოო ოპერაციების აღრიცხვისათვის აუცილებელი აღნიშნული მოთხოვნიდან დგინ­დება შემდეგი სახის გამონაკლისი - დახურული საბაჟო საწ­ყობის და დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმია­ნობის მიზნებისათვის, შენობა-ნაგებობას წარმოადგენს აგრეთვე შე­ნობა-ნაგებობის ერთიანი და იზოლირებული ნაწილი (სარ­თული ან შენობა-ნაგებობის ერთი, დამოუკიდებელი შესასვ­ლე­ლის მქონე ნაწილი), რომელსაც უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო სახეობის (სარკი­ნიგზო ან/და საავტომობილო, ან/და სხვა ტიპის) შესასვლელი ან/და გასასვლელი;";
დ) ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვე­პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ერთსა და იმავე საწყობის ტერიტორიაზე ღია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელ პირს უფლება აქვს განახორციელოს დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობა (ან პირიქით), აგრეთვე დახურული საბაჟო საწყობის საქმია­ნობის ნებართვის მფლობელ პირს უფლება აქვს განახორ­ციელოს დროებითი შენახვის დახურული საწყობის საქმიანობა (ან პირიქით), იმ შემთხვევაში თუ ნებართვის მფლობელი:
ა.ა) გამოაცალკევებს და შემოსაზღვრავს საწყობის ტერი­ტორიაზე არსებულ ღია მოედნის ან/და სათავსის ფარგლებში, საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რე­ჟიმში და საბაჟო კონტროლით დროებითი დასაწყობებისათვის გან­კუთვნილ ტერიტორიას, ან/და გამოაცალკევებს სათავსს. ამას­თან, ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის გამოცალკევება და შე­მო­საზღვრა არ გულისხმობს კაპიტალური მასალით ტერიტო­რიის შემოღობვას. შემოსაზღვრა არ არის სავალდებულო, როცა გამოცალკევებული ფართობი წარმოადგენს ერთ ან რამდენიმე სატრანსპორტო სახეობის (სარკინიგზო ან/და საავტომობილო, ან/და სხვა ტიპის) შესასვლელის ან/და გასასვლელის მქონე იზო­­ლირებულ სათავსს;
ა.ბ) შემოსავლების სამსახურს წარუდგენს წერილობით გან­ცხადებას, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადას­ტუ­რებელ დოკუმენტს და შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შედგენილ სიტუაციურ გეგმას (ნახაზს), სადაც აისახება აღნი­შნული ტერიტორიის საზღვრები, სათავსი, რომელსაც ნებარ­თვის მფლობელის მიერ მინიჭებული აქვს შესაბამისი საიდენ­ტიფიკაციო ნომერი;
ა.გ) საწყობის საქმიანობის გარანტიის უზრუნველსაყოფად - ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის გან­საზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაო­ბაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დე­კემბრის N1767 ბრძანებით განსაზღვრული ოდენობის შემოსავ­ლების სამსახურისათვის მისაღებ საბაჟო გარანტიას წარუდგენს შემოსავლების სამსახურს;";
ე) ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შედგენილი სა­საწყობოდ განკუთვნილი შენობა-ნაგებობების, ღია მოედნის სი­ტუ­ა­­ციური გეგმა (ნახაზი) ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგე­ბობების პროექტი. სიტუაციურ გეგმაში (ნახაზში) ან ასაშე­ნებელი შენობა-ნაგებობების პროექტში აუცილებელი წესით უნდა იქნეს ნაჩვენები საწყობის ტერიტორიის მთელი პერი­მეტ­რის შემომსაზღვრელი ღობე. შემომსაზღვრელი ღობე სავალ­დებულოა მხოლოდ მაშინ, როცა საწყობის ტერიტორია შედგება მხოლოდ ღია მოედნისაგან, ან ღია მოედნისა და შენობა-ნაგე­ბობებისაგან, ან რამდენიმე შენობა-ნაგებობისაგან, რომლებიც დაშო­რებულია ერთმანეთისაგან. ღია საბაჟო საწყობის საქმია­ნობისა და დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლის (მფლობელის) საწყობის შემომსაზღ-ვრელი ღობე უნდა იყოს სულ ცოტა 3 მეტრი სიმაღლისა (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შესანახად გან­კუთვნილი საწყობის შემთხვევაში არა ნაკლებ 1 მეტრისა) და აგებული კაპიტალურად დამონტაჟებული მასალით, რომელსაც მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს გარე განათება. ღობეზე ან შენობა-ნაგებობის კედელზე გარე მხრიდან ყოველი 50 მეტრის შუალედში უნდა იყოს მიმაგრებული ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის ფირნიში (სამკუთხედის გვერდის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 50 სანტიმეტრისა), რომლებზეც მწვანე ფერის ფონზე თეთრი ფერით ქართულ და ინგლისურ ენებზე გაკეთებულია წარწერა ,,საბაჟო კონტროლის ზონა" - ,,Customs control zone", ამას­თან ფირნიში დამზადებული უნდა იყოს ,,მანათობელი" სა­ღებავის გამოყენებით. ასევე სავალდებულოა ნახაზში (პრო­ექტში) აისა­ხოს შესაბამისი განმარტებები;
გ) მონაცემები:
გ.ა) საწყობის შესასვლელისა და გასასვლელის, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის (სათავსში გან­თავ­სებული სათავსების გარდა) შესასვლელისა და გასასვლე­ლის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესა­ხებ. გამოსახულე-ბის ჩამწერი საშუალებებით უნდა ფიქსირ­დებოდეს ნებართვის მფლობელის (მაძიებლის) მიერ სათავსი­სათვის მინი­ჭებული ნომერი, სათავსის შესასვლელი ან/და გასასვლელი, სატ­რანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემ­დებარებული საქონელი. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი საწყობის შემთხვე­ვაში გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით უნდა ფიქსირ­დებოდეს მხოლოდ საწყობის შესასვლელსა და გასასვლელში გადაადგილებული სატრანსორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი;
გ.ბ) საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების ადგილის გამო­სახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვისა და გამო­სახულების მიმდინარე რეჟიმში ელექტრონული საშუალებით შამოსავლების სამსახურის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ტექნიკური საშუალების არსებობის შესახებ;";
ვ) ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტი ჩა­მოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) ვალდებულება ნებართვის მოქმედების ვადის გან­მავლობაში საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნ­ველყოფის შესახებ. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის საწ­ყო­ბის სამუშაო რეჟიმი ნიშნავს:
ვ.ა.) საწყობში განთავსებული საქონლის შენახვის სათა­ნადო პირობებში, საჭიროების შემთხვევაში განცალკევებულ, ასე­თი სახის საქონლის შენახვისათვის აუცილებელი მოთ-ხოვნების შესაბამისად სპეციალურად აღჭურვილ სათავსში შენახ­ვის უზრუნველყოფას;
ვ.ბ.) საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის პირობების ზემოქ-მედების შედეგად უვარგის მდგომა­რეობაში მოყვანილი, გაფუჭებული ან დაზიანებული საქონლის განცალკევებულად განთავსებას;
ვ.გ) საქონლის ინვენტარიზაციის დაუბრკოლებლად გან­ხორ­ციელების შესაძლებლო-ბის უზრუნველსაყოფად საწყობში განთავსებული საქონლის შესაბამის განლაგებას;
ვ.დ) საწყობში შესაბამისი სანიტარიული პირობებისა და რემონტის უზრუნველყოფასა და საწყობის შეუფერხებელი მუ­შა­ო­ბისათვის აუცილებელი სხვა პირობების შესრულებას;
ვ.ე) საქონლის დანიშნულების ადგილზე - საწყობში სა­ქონლის გამოცხადების დადასტურებას ნებართვის მფლობელი განახორციელებს ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევ­სების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის N1764 ბრძანებით დადგენილი წესით.";
ზ) ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,მ" და ,,ნ" ქვე­პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მ) ცნობა საწყობის ტერიტორიაზე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქ­ცეული, საქონლის გადამუშავებისათვის შესაბამისი საწარმო კომპლექსის არსებობის შესახებ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნებართვის მაძიებელს არ გააჩნია განზრახვა საწყობის ტერიტო­რიაზე განახორციელოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული უცხოური საქონლის გადამუშავება);
ნ) ცნობა სათავსის დასალუქად გამოსაყენებელი უნიკა­ლურნომრიანი ერთჯერადი ლუქის ნიმუშის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების შესახებ (გარდა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი საწყობისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როცა დროებითი შენახვის, ან საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის (მაძიებლის) საწ­ყობში განთავსებული სათავსებისათვის გამშვებ-ჩამკეტი ხელ­საწყოები ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე არ ექვემ­დებარება დალუქვას);";
თ) ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,პ" ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,პ) სათანადოდ დასაბუთებული მოთხოვნა (დაგეგმილი ტვირთ­ბრუნვის დიდი მოცულობა, ან საწყობის ტერიტორიის დიდი ფართობი (1 ჰა-ზე მეტი), ან საგზაო კომუნიკაციების ფაქ­ტორი და სხვა) საწყობში ერთი ან რამდენიმე სახეობის ტრანს­პორტისათვის ერთზე მეტი შესასვლელ-გასასვლელის არსებობის საჭიროებისას;";
ი) ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს ,,დ" და ,,ე" ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,დ) იკისრებს ვალდებულებას, რომ ნებართვის მოქმედების ვადის განმავლობაში მოემსახურება მხოლოდ საფოსტო გზავ­ნილებს. აღნიშნული არ ათავისუფლებს მას სასაწყობო სასწო­რით აღჭურვის ვალდებულებისაგან, რომლითაც შესაძლებელია სულ ცოტა 0,5 ტონა საქონლის აწონვა;
ე) განათავსებს მხოლოდ ნავთობის მსუბუქ, საშუალო ან მძიმე დისტილატებს;";
კ) ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-12 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ამ პუნქტში მითითებული ნებართვის მაძიებელი ვალ­დებულია წარმოადგინოს ინფორმაცია:
გ.ა) საწყობის სტატუსის მქონე სათავსების შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით აღ­ჭურვის შესახებ, რომლითაც უნდა ფიქსირდებოდეს გამშვები და ჩამკეტი ხელსაწყოები;
გ.ბ) საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების ადგილის გამო­სახულების ჩამწერი საშუალებებით აღჭურვისა და გამოსა­ხულების მიმდინარე რეჟიმში ელექტრონული საშუალებით შემო­სავლების სამსახურის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ტექ­ნიკური საშუალების არსებობის შესახებ;";
ლ) ინსტრუქციის მე-5 მუხლს დაემატოს მე-13 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,13. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების საწყობის შემთხვევაში, როცა ამ საქონლის სატრანსპორტო სა­შუა­ლებიდან გადმოტვირთვა ან სატრანსპორტო საშუალებაში ჩატ­ვირთვა ხორციელდება სპეციფიკური ინფრასტრუქტურით აღჭურ­ვილი საერთო ტექნოლოგიური ხაზის მეშვეობით, რომე­ლიც წარმოადგენს სასაწყობო კომპლექსის არსებით შემად­გენელ ნაწილს და ამ საერთო ტექნოლოგიური ხაზით ხდება სხვა­დასხვა სათავსში (მ.შ. საწყობისათვის განკუთვნილ სა­თავსში) საქონლის განთავსება ან/და ამოღება, ნებართვის მაძიებლისათვის (მფლობელისათვის) დაიშვება საქონლის სა­თავს­ში მოსათავსებლად, საქონლის სათავსიდან ამოსაღებად, სატრანსპორტო საშუალების ჩასატვირთად, სატრანსპორტო სა­შუა­ლებიდან ამოსაღებად აუცილებელი ინფრასტრუქ-ტურის მდე­ბარეობა საწყობის ტერიტორიის მიღმა.";
მ) ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ" ქვე­პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) აწარმოოს საწყობში საქონლის საბაჟო საწყობში სა­ქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში და დროებით დასაწყობებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვა მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით დადგენილი ფორმით (დანართი N1), მოსთხოვოს საქონლის მესაკუთრეს ან/და მფლობელს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტრო­ლით დროებითი შენახვის განაცხადის ასლები და უზრუნ­ველყოს მათი შენახვა;";
ნ) ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) უზრუნველყოს საწყობისა და საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელისა და გასასვლელის გამო­სახულების ჩამწერი საშუალებებით სადღეღამისო ჩაწერა და ჩანაწერის 6 თვის განმავლობაში შენახვა, შემოსავლების სამსა­ხურის, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან/და სამართალდაცვის ორგანოების შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ჩანაწერის დაუყოვნებლივ წარდგენა ან სათანადო ტექნიკური საშუალებით ჩანაწერის ნახვა;";
ო) ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,პ" ქვე­პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,პ) საწყობის ტერიტორიაზე არ შეიძლება არსებობდეს სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა, გარდა სათავსის, საწყობის დაცვის, საშვის რეჟიმის, საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქ­ციონირების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ამ პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმებისათვის აუცილებელი იზო­ლი­რებული ფართობისა (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატების შენახვი­სათვის განკუთვნილი დროებითი შენახვის საწყობზე ან საბაჟო საწყობზე);";
პ) ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ნებართვის მფლობელი, რომელიც ახორციელებს ნავ­თობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვას, ვალდებულია:
ა) საქონლის მესაკუთრის ან/და მფლობელის ან მათ მიერ უფლებამოსილი პირების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე აწარმოოს საწყობში შენახული საქონლის აღრიცხ­ვა მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით დადგენილი ფორმით (დანართი N3);
ბ) განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება დად­გე­ნილი ფორმით (დანართი N4)";
გ) მოსთხოვოს საქონლის მესაკუთრეს ან/და მფლობელს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ან/და საქონლის ან/და სატ­რანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლით დროებითი შე­ნახვის განაცხადის, საქონლის რაოდენობის, წარმოშობის, ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები და უზრუნ­ველყოს მათი შენახვა. ნებართვის მფლობელი პასუხის­მგებელია საქონელსა ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე წარმოებული ყველა ოპერაციის შესახებ მონაცემის სიზუსტისათვის;
დ) საწყობში საქონლის შეტანიდან საწყობში განთავ­სებამდე არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის 12.00 საათისა, ელექტრონული სახით წარუდგინოს საბაჟო ორგანოს ინფორ­მაცია საწყობში შეტანილი საქონლის შესახებ დადგენილი ფორმით (დანართი N5).".

2. დამტკიცდეს ,,საწყობში დასასაწყობებლად შეტანილი საქონლის შესახებ ინფორმაცია" თანდართული რედაქციით (და­ნართი N5).

3. დადგენილების ამოქმედება:
ა) დადგენილება, გარდა ამ პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთა­ნავე;
ბ) დადგენილების პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტით გათვა­ლისწინებული მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ.ბ" ქვეპუნქტი, ,,კ" ქვე­პუნქტით გათვალისწინებული მე-5 მუხლის მე-12 პუნქტის ,,გ.ბ" ქვეპუნქტი, ,,პ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-9 მუხ­ლის მე-2 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2008 წლის 1 თებერვლიდან.

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე


დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2007 წლის 5 დეკემბრის
N265 დადგენილებით
(დანართი N5)

საწყობში დასასაწყობებლად შეტანილი საქონლის შესახებ ინფორმაცია

(ივსება თითოეული ვაგონის (სატრანსპორტო საშუალების) მიხედვით

საწყობის დასახელება:

შევსების თარიღი:

N მოწმო­ბის N ვაგონის (სხვა სატრანს­პორ­ტო საშუა­ლების) N საქონლის დასახე-ლება, საქონლის კოდი
სეს ესნ მიხედ­ვით წონა სატრან­სპორტო დოკუმენ­ტების მიხედვით ბუნებ-რივი დანა-კარ­გის ნორ­მა (სეზო­ნური) აზომვის აქტის N წონა აზომვის აქტის მიხედ­ვით სხვაობა (5 გრაფა - 8 გრაფა) ბუნებრივი დანაკარგის ნორმის გათვალის­წინებით შენიშვნა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10