საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №264

საქართველოს მთავრობის დადგენილება №264
01 დეკემბერი, 2007

სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 32-ე პუნქტისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. დამტკიცდეს:

ა) სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გა­დამ­ზადების) 2007-2008 წლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა (შემდგომში - პროგრამა);
ბ) სამუშაოს მაძიებლის განცხადების ფორმა პროგრამაში მონაწილეობის შესახებ (დანართი N1);
გ) დასაქმების ბარათის ფორმა (დანართი N2) და მისი შევსების ინსტრუქცია (დანართი N3).

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ (გ. არველაძე) და განათლებისა და მეცნიერების სამი­ნის­ტრომ (მ. მიმინოშვილი) განახორციელონ შესაბამისი ღო­ნის­ძიებები ამ დადგენილებით დამტკიცებული მიზნობრივი სა­ხელმწიფო პროგრამის შეუფერხებელი შესრულებისათვის.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ვ. მერა­ბიშვილი) გამოყოს შესაბამისი რესურსი სარეგისტრაციო პუნ­ქტებში დაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველ­საყოფად.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამი­ნისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) უზრუნველყონ ამ დადგენილე­ბით გათვალისწინებული პროგრა­მის განხორციელებისათვის საჭირო ასიგნებათა ასახვა 2008 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯეტში.

5. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგა­ნოებს მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინის­ტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაში.

6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი­ნის­ტრომ განახორციელოს პროგრამის საინფორმაციო უზრუნ­ველყოფა 641 000 (ექვსას ორმოცდაერთი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხით ლარობით. აქედან 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარობით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გამოიყენოს ,,საქართველოს 2007 წლის სახელ-მწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით (2614010205 კოდით) გათვალისწინებული საკუთარი ასიგნებებიდან, ხოლო დარჩენილი თანხა 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ასიგნებების ფორმირებისას ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინადადების საფუძველზე.

7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალუ­რი დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიე­ბების განხორციელება მოსახლეობასთან საკომუნიკაციო მომ­სახურების შესყიდ­ვისა და სარეგისტრაციო პუნქტებში წინა­მდებარე მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის საიმიჯო მასალების დამზადებაგანთავსების მიზნით.

8. სსიპ - სოციალური სუბსიდიების სააგენტომ უზრუნ­ველყოს წინამდებარე მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შეუფერხებელ შესრულებასთან დაკავშირებული ღონის­ძიე­ბების განხორციელება საჭირო საქონლის, სამუშაოსა და/ან მომსახურების შესყიდვის მიზნით.

9. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კა­ნონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად ამ დადგენილებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შეზღუ­დულ ვადებში შესასრულებლად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, განათლე-ბისა და მეცნიერების სამინისტრომ და სსიპ - სოციალური სუბსიდიების სააგენტომ საჭირო მომსახურების, საქონლის ან/და სამუ­შაოთა შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარა­კების საშუალებით.

10. ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად ამ პროგრამის მიზნებისათვის სსიპ - სოციალური სუბსიდიების სააგენტო განისაზღვროს იმ ორგანიზაციად, რომელზეც არ ვრცელდბა ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯე­ტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გან­საზ­ღვრული შეზღუდვა.

11. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 28 ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე


დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2007 წლის 1 დეკემბრის
N264 დადგენილებით

სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) 2007-2008 წლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა


მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით.


მუხლი 2. პროგრამის მონაწილე პირები და ორგანიზაციები

სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში (შემდგომში - პროგრამა) მონაწილეობას მიიღებენ:

ა) ნებაყოფლობის საფუძველზე დამსაქმებლები, პროფესიული მომზადების ცენტრები და პროფესიული მომზადების/გადამზადების მაძიებლები:
ა.ა) დამსაქმებელი შეიძლება იყოს კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ასევე, სახე-ლმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები/ დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებსაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გავლილი აქვთ პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებული რეგისტრაცია;
ა.ბ) პროფესიული მომზადების ცენტრი შეიძლება იყოს საჯარო ან კერძო სამარ-თლის, სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს მაძიებლის პროფესიულ მომზადებას/გადამზადებას და რომელსაც გავ-ლილი აქვს პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ნებაყოფლობითი რეგისტრაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში;
ა.გ) პროფესიული მომზადების/გადამზადების მაძიებელი შეიძლება იყოს 25-60 წლის ასაკის საქართველოს მოქალაქე. პროგრამის მონაწილე მაძიებელთა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 100 000 (ასი ათასი) პირს;
ბ) სსიპ - სოციალური სუბსიდიების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო);
გ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
ე) შესაბამისი საბანკო დაწესებულება.


მუხლი 3. პროგრამის ფარგლებში მონაწილე პირთა (ორგანიზაციათა) კომპეტენციები

1. სსიპ - სოციალური სუბსიდიების სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) პროფესიული მომზადების/გადამზადების მაძიებელთა რეგისტრაციასა და რეგისტრირებულ მაძიებელთა მონაცემთა ბაზის ფორმირებას;
ბ) პროფესიული მომზადების/გადამზადების მსურველ მაძიებელთა რეგისტრაციისა და აღრიცხვის მიზნით ქალაქებში თბილისში, ფოთში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში სარეგისტრაციო ცენტრების ორგანიზებას;
გ) დასაქმების ბარათების დამზადებას;
დ) სახელმწიფო სტიპენდიების გაცემისათვის შესაბამისი საბანკო დაწესებულების შერჩევასა და მასთან შეთანხმების გაფორმებას;
ე) საბანკო დაწესებულების მეშვეობით მაძიებელთათვის სახელმწიფო სტიპენდიის გაცემას. სახელმწიფო სტიპენდია გაიცემა სამ ნაწილად და თითოეული ნაწილის ოდენობა შეადგენს 200 ლარს.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს პროგრამის მონაწილე პროფესიული მომზადების ცენტრების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს:

ა) პროგრამაში მონაწილეობის სურვილის მქონე დამსაქმებლებისა და პროფესიული მომზადების ცენტრების რეგისტრაციას;
ბ) რეგისტრირებული დამსაქმებლისა და პროფესიული მომზადების ცენტრების მონაცემთა ბაზის ფორმირებასა და სააგენტოსათვის გადაცემას;
გ) პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფას.

4. საბანკო დაწესებულება უზრუნველყოფს:

ა) რეგისტრირებულ მაძიებელთა იდენტიფიკაციას სააგენტოს მიერ მიწოდებული მონაცემთა ბაზის მიხედვით;
ბ) პროფესიული მომზადების/გადამზადების მაძიებლის მიერ წარდგენილ დასაქმების ბარათში მითითებული დამსაქმებლის/პროფესიული მომზადების ცენტრის იდენტიფიცი-რებას სააგენტოს მიერ მიწოდებული მონაცემთა ბაზის მიხედვით;
გ) დასაქმების ბარათის შესაბამისი ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო სტიპენდიის გაცემას.

5. მაძიებელი პროგრამაში რეგისტრაციის შემდეგ უზრუნველყოფს დამსაქმებლის/პროფესიული მომზადების ცენტრის შერჩევას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში რეგისტრირებული ორგანიზაციების ნუსხიდან, სადაც მოხდება მისი პროფესიული მომზადება/გადამზადება სულ ცოტა სამი თვის განმავლობაში.

6. დამსაქმებლები და პროფესიული მომზადების ცენტრები ახდენენ პროგრამის მონაწილე პროფესიული მომზადების/გადამზადების მაძიებლის პროფესიულ მომზადებას/გადამზადებას, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს სამ თვეზე ნაკლები.

7. დასაქმების ბარათის გაყალბებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ბარათის მფლობელს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

8. დასაქმების ბარათის არასწორად შევსებისა და ყალბი ინფორმაციის დადასტურებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ მაძიებელს, დამსაქმებელს ან პროფესიული მომზადების ცენტრს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 4. პროგრამის განხორციელების მექანიზმი

1. მაძიებელი, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) 2007-2008 წლების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში პროფესიის დაუფლების, კვალიფიკაციის ამაღლების ან/და პროფესიული უნარჩვევების გამომუშავების მიზნით, მიმართავს შესაბამის სარეგისტრაციო ცენტრს. რეგისტრაციისათვის მაძიებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი) და მისი ასლი.

2. პროგრამაში მაძიებელთა რეგისტრაცია ხორციელდება 2007 წლის 5 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე (ჩათვლით).

3. სააგენტო უზრუნველყოფს რეგისტრირებული მაძიებლების, რეგისტრირებული დამსაქმებლებისა და პროფესიული მომზადების ცენტრების მონაცემთა გადაცემას საბანკო დაწესებულებისათვის.

4. სარეგისტრაციო ცენტრის პასუხისმგებელი პირი პროფესიული მომზადების/გადამზადების მაძიებლის რეგისტრაციისას უზრუნველყოფს:

ა) პროფესიული მომზადების/გადამზადების მაძიებლის მიერ სათანადოდ შევსებული და ხელმოწერებით დადასტურებული პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განცხადებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის მიღებას;
ბ) მაძიებლის სახელზე დასაქმების ბარათის სათანადოდ შევსებასა და მაძიებლისათვის გადაცემას.

5. რეგისტრაციის შემდეგ მაძიებელი ვალდებულია მოიძიოს დამსაქმებელი ან პროფესიული მომზადების ცენტრი, სადაც იგი გაივლის პროფესიულ მომზადებას/გადამზადებას. მაძიებლის მიერ შერჩეული დამსაქმებლის ან პროფესიული მომზადების ცენტრის შეცვლა სახელმწიფო სტიპენდიის გაცემის შემდეგ არ დაიშვება.

6. მაძიებლის მიერ შერჩეული დამსაქმებლის/პროფესიული მომზადების ცენტრის პასუხისმგებელი პირი ავსებს დასაქმების ბარათის პირველი ნაწილის (ცნობა დამსაქმებლის/პროფესიული მომზადების ცენტრის შესახებ) სპეციალურ გრაფას და ხელმოწერით ადასტურებს სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) 2007-2008 წლების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის სურვილსა და მაძიებლის მომზადების/გადამზადების შესაძლებლობას.

7. დამსაქმებლის/პროფესიული მომზადების ცენტრის მიერ შევსებული და შესაბამისი ხელმოწერებით დადასტურებული დასაქმების ბარათის პირველ ნაწილს მაძიებელი წარადგენს შესაბამის საბანკო დაწესებულებაში. საბანკო დაწესებულება უზრუნველყოფს დადგენილი წესით შევსებული და დამოწმებული ბარათის ჩაბარებას და მაძიებლისათვის სახელმწიფო სტიპენდიის პირველი ნაწილის გაცემას.

8. პროფესიული მომზადების/გადამზადების ორი თვის დასრულების შემდეგ დამსაქმებელი/პროფესიული მომზადების ცენტრის პასუხისმგებელი პირი ავსებს დასაქმების ბარათის მეორე ნაწილის (ცნობა პროფესიული მომზადების/გადამზადების შესახებ) სპეციალურ გრაფას და ხელმოწერით ადასტურებს მაძიებლის მიერ პროფესიული მომზადების/გადამზადების ფაქტს.

9. დამსაქმებლის/პროფესიული მომზადების ცენტრის მიერ შევსებული და შესაბამისი ხელმოწერებით დადასტურებული დასაქმების ბარათის მეორე ნაწილს მაძიებელი წარადგენს შესაბამის საბანკო დაწესებულებაში. საბანკო დაწესებულება უზრუნველყოფს დადგენილი წესით შევსებული და დამოწმებული ბარათის ჩაბარებას და მაძიებლისათვის სახელმწიფო სტიპენდიის მეორე ნაწილის გაცემას.

10. პროფესიული მომზადების/გადამზადების დასრულების შემდეგ დამსაქმებლის/პროფესიული მომზადების ცენტრის პასუხისმგებელი პირი ავსებს დასაქმების ბარათის მესამე ნაწილის (ცნობა პროფესიული მომზადების/გადამზადების დასრულების შესახებ) სპეციალურ გრაფას და ხელმოწერით ადასტურებს მაძიებლის მიერ პროფესიული მომზადების/გადამზადების გავლის ფაქტს.

11. დამსაქმებლის/პროფესიული მომზადების ცენტრის მიერ შევსებული და შესაბამისი ხელმოწერებით დადასტურებული დასაქმების ბარათის მესამე ნაწილს მაძიებელი წარადგენს შესაბამის საბანკო დაწესებულებაში. საბანკო დაწესებულება უზრუნველყოფს დადგენილი წესით შევსებული და დამოწმებული ბარათის ჩაბარებას და მაძიებლისათვის სახელმწიფო სტიპენდიის მესამე ნაწილის გაცემას.

12. დამსაქმებლის/პროფესიული მომზადების ცენტრის მიერ შევსებული დასაქმების ბარათის პირველი, მეორე და/ან მესამე ნაწილი მაძიებელმა შესაბამის საბანკო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს 2007 წლის 15 დეკემბრიდან არა უგვიანეს 2008 წლის 30 აპრილისა.

13. საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო სტიპენდიის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება სააგენტოსა და საბანკო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმებით.


მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის უზრუნველსაყოფად გამოიყენება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სათანადო ორგანიზაციისათვის გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები.