საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №263

საქართველოს მთავრობის დადგენილება №263
28 ნოემბერი, 2007

,,მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის N255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესა-ბამისად ,,მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქართვე­ლოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის N255 დადგენილე­ბა­ში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რე­სურსების სამინისტრომ (დ. ჩანტლაძე) უზრუნველყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ცალი სათბობი შეშის ვაუჩერის დამზადება.".
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე