საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №262

საქართველოს მთავრობის დადგენილება №262
28 ნოემბერი, 2007

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციისა და ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, მე-11 მუხლის, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იური­დიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაცია, გამოეყოს ქუთაისის ფილია­ლი და მის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდი­ული პირი - ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქ. ქუთაისის სა­მუსიკო კოლეჯი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის უფლებამონაცვლე ქუთაისის ფილიალის ნა­წილში.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის მიზნად განისაზღვროს ,,უმაღლესი განათ­ლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა, ხოლო სახედ - კო­ლეჯი.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნ-ველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯისათვის შესაბამისი ქო­ნების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა კულ­ტუ­რის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წინადადების საფუძველზე.

5. დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს სა­ქარ­თველოს კულ­ტუ­რის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინის­ტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ასიგ­ნებათა ფარგლებში.

6. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კუ­ლ­ტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარ­დგინებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. ქუ­თა­ისის სამუსიკო კოლეჯის მართვის ორგანოების არჩევამდე დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. ქუ­თაისის სამუსიკო კოლეჯის რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი.

7. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნ-ველყოს საჯარო სამართლის იური­დიული პირის - ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის წესდების დამტკიცება.

8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე