საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №248

საქართველოს მთავრობის დადგენილება №248
13 ნოემბერი, 2007

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის - ელექტროტექნიკური მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ

1. ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-101 მუხლისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანო­ნის მე-17 მუხლის შესაბამისად ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მცირე სიმძ­ლავრის ელექ­ტრონული მანქანების ტექნოლოგიის სამეც­ნიე­რო-კვლევითი ინსტიტუტის - ელექტროტექნიკური მრეწვე­ლო­ბის სამეც­ნიე­რო-კვლევითი ცენტრი.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იური­დიული პირის - მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის - ელექტროტექნიკური მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული შესაბამისი ღო­ნის­ძიებების განხორციელება.

3. მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნო­ლოგიის მიმართულების გან-ვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გა­ნათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროს (ა. ლომაია) წინადა­დებების საფუძველზე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის - ელექტროტექნი-კური მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ცენ­ტრის მფლობელობაში არსებული მოძრა-ვი ქონების ნაწი­ლის (მათ შორის საცდელი წარმოება მანქანა–დანადგარებით და აღჭურ­ვილობით, ბიბლიოთეკა, არქივი) საქართველოს ტექ­ნი­კური უნივერსიტეტისათვის გადაცე-მა.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი