საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №260

საქართველოს მთავრობის დადგენილება №260
28 ნოემბერი, 2007

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს შრომის, ჯან­მრთე­ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულე­ბის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით (სსმ, 2005 წელი, N154, მუხლი 1714) დამტკიცებულ დებულებაში შეტა­ნილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,თ" ქვეპუნქტი ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური (დეპარტა­მენტი);".

2. მე-184 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 184. საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური (დეპარტამენტი)
საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის (დეპარტამენ­ტის) ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (დონორებთან) ურთიერთობის კოორდინაცია;

ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებების ექსპერტიზა, სამი­ნის­ტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადება და ხელშეკრულებათა დადების ორგანიზა-ციული უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა აღრიცხვა და შესრულების მონიტო-რინგი;

დ) ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელე­ბის ხელშეწყობა;

ე) სამინისტროს აპარატის თანამშრომელთა მივლინებე­ბის ორგანიზება და საპროტო-კოლო უზრუნველყოფა.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთა­ნა­ვე.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე