საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №259

საქართველოს მთავრობის დადგენილება №259
28 ნოემბერი, 2007

,,საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის N108 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს სახელმწიფო საში­ნაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომი­სიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის N108 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, N132, III ნაწილი, მუხლი 1160) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:

,,1. შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ნიკა გილაური - საქართველოს ფინანსთა მინის­ტრი, კომისიის თავმჯდო­მარე

გიორგი არველაძე - საქართველოს ეკონომიკური განვი­თარების მინისტრი, კომისიის თავ­მჯდომარის მოადგილე

კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

ეკატერინე ტყეშელაშვილი - საქართველოს იუსტიციის მინის­ტრი.



2. ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ი. კოვზანაძეს, საქარ­თველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონო­მიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ნ. ლეკიშვილს, საქართველოს კონტრო-ლის პალატის თავმჯდომარეს ლ. ჭო­ლაძეს, ქალაქ თბილისის მერს გ. უგულავას და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს დ. ამაღლობელს მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის მუშაობაში წევრის სტატუსით.

3. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2009 წლის 1 იანვრამდე.".

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩა-მოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კომისიის სხდომები იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყ-ვეტილების შესაბამისად.".

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე