საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2007 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №258

საქართველოს მთავრობის დადგენილება №258
24 ნოემბერი, 2007

სახელმწიფო პენსიაზე დანამატის განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფ­ლე­ბამოსილებისა და საქმი-ანობის წესის შესახებ" საქართვე­ლოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ" ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. განისაზღვროს სოციალური დანამატები დახმარების სახით იმ სახელმწიფო პენსიებზე, რომლებიც დანიშნულია ,,სახელმწი­ფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე და რომელთა ოდენობა 55 ლარზე ნაკლებია.

2. სოციალური დანამატები განისაზღვროს დანიშნული სახელმწიფო პენსიის ოდენობის შევსებით 55 ლარამდე. ამ დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური დანამატის ოდენობის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ,,შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს N181 დად­გე­ნილებით გათვალისწინე-ბული დანამატი.

3. სოციალური დანამატები დადგინდეს 2007 წლის 1 დე­კემბრიდან.

4. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანო­ნით განსაზღვრული სახელმ-წიფო პენსიის დანიშვნა, შეჩერება, განახლება და შეწყვეტა ავტომატურად იწვევს ამ დადგე-ნილე­ბით გათვალისწინებული სოციალური დანამატების დანიშვნას, შეჩერებას, განახლებასა და შეწყვეტას.

5. სოციალური დანამატების ადმინისტრირებას ახორციე­ლებს სსიპ - სოციალური სუბსიდიების სააგენტო.

6. სოციალური დანამატის დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგ­ნებების ფარგლებში.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თანავე.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე